"სამტრედიის" კრახმა საქართველო უეფას ცხრილში კიდევ ერთი ადგილით დახია უკან

AutoSharing Option
ამ ზაფხულს ქართულმა კლუბებმა ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენებს - 3 კლუბმა ევროპალიგაზე და ერთმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველივე ბარიერი ვერ დაძლია. ამას ვინ ჩივის, 8 თამაშიდან ჩვენებმა მხოლოდ 1 დაასრულეს ფრედ, დანარჩენი ისე წააგეს, რომ საბოლოოდ ბურთების შეფარდება 2:21 გამოუვიდათ.

- ნულთან მიახლოებული - ქართული კლუბების სამარცხვინო გამოსვლის შედეგი

ეს კი უეფას კოეფიციენტთა ცხრილში საქართველოს მდგომარეობას ეგრევე შეეტყო - მიმდინარე ცხრილში ჩვენი ქვეყანა მე-40 პოზიციიდან 44-ეზე დაქვეითდა. სამი ადგილი ევროპალიგაზე კრახის "წყალობით" დავკარგეთ. "სამტრედიას" უნიათო გამოსვლამ ჩემპიონთა ლიგაზე (0:6 ორი
მატჩის ჯამში აზერბაიჯანის ჩემპიონ "ყარაბაღთან") კიდევ ერთი პოზიცია დაგვაკარგვინა.

საქართველომ ამ სეზონში 0,125 ქულა მოიპოვა და ჯამში 5 ქულა აქვს. ბოლო დღეებში გადაგვასწრო ჩერნოგორიამ.

ახლა მხოლოდ 11 ქვეყანას ვუსწრებთ, თუმცა მათგან ორს (ლიტვა, ლუქსემბურგი) ევროთასებზე წარმომადგენელი კიდევ შერჩა და ჩვენი გადასწრების შანსიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მხოლოდ საქართველოში ყველაფრის მერე მწვრთნელი გამოვა და ყველას დააბრალებს თავის თავის გარდა ნორმალურ ქვეყანაში ფედერაციის შენობასთან კაი ხნის წინ მოეწყობოდა მიტინგი მარა კობის ვერ აკაადრებთ ალბათ :) და ნუ წუწუნებთ შედეგზე რომელიმემ ფეისბუქზე დაწეროს თარიღი და ნახავთ თუ არ შეიკრიბება საკმაო ხალხის რაოდენობა მარა ქართველი ცხოვრობს ლოგიკით მე რატო იმან ქნას :)
ნოდო
11:44 22-07-2017
0
ქართული ფეხბურთი მკვდარია.ფეხბურთის ხელმძღვანელობა კაიფშია!
amigo
09:39 22-07-2017
0

სიახლეები პოპულარული