ლორან ბლანს თურქეთის ნაკრებში იწვევენ

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა, შესაძლოა, თურქეთის ნაკრები ჩაიბაროს.

როგორც Fotospor იუწყება, თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ილდირიმ დემირორენი ბლანთან მოსალაპარაკებლად პარიზში გაემგზავრა.

დემირორენი საფრანგეთში შეხვდება თავად ბლანსა და მის აგენტს, რათა შესაძლო კონტრაქტის დეტალები განიხილოს.

თურქეთის ნაკრების წინა მწვრთნელმა ფათიჰ თერიმმა თანამდებობა პირადი მიზეზების გამო ცოტა ხნის წინ დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული