
ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც „ბაიერნი“ „ლივერპულს“ დაუპირისპირდა, სტუმარი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. პირველ ტაიმში სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილ გოლებს შეხვედრის მიწურულს დანიელ სტარიჯმა ერთიც დაამატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელისთვის, იურგენ კლოპისთვის „ალიანც არეანზე“ 3:0 მოგება სიახლე არაა. 2014 წლის აპრილში, როდესაც ის დორტმუნდის „ბორუსიას“
მე-2 ნახევარფინალი, რომელშიც ერთმანეთს მადრიდის „ატლეტიკო“ და „ნაპოლი“ დაუპირისპირდნენ, უფრო დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში, ნეაპოლელებს გოლის გატანის ძალიან კარგი შანსი ჰქონდათ, მაგრამ არკადიუშ მილიკის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი იან ობლაკმა მოიგერია.
მე-2 ტაიმის დასაწყისში, ხოსე კალიეხონის ეფექტური გოლით, „ნაპოლი“ წინ მაინც გავიდა, მაგრამ 72-ე წუთზე, ფერნანდო ტორესმა ასევე ეფექტური დარტყმით უპასუხა, ხოლო 81-ე წუთზე, თავი ლუსიანო ვიეტომაც გამოიჩინა და ფინალში „როხიბლანკო“ გაიყვანა.
დღეს, თბილისის დროით 19 საათსა და 45 წუთზე, მე-3 ადგილისთვის „ნაპოლი“ და „ბაიერნი“ იბრძოლებენ, ხოლო 22 საათსა და 30 წუთზე, ფინალში ერთმანეთს „ატლეტიკო“ და „ლივერპული“ დაუპირისპირდებიან.