თურქეთის ნაკრები მირჩა ლუჩესკუს ჩააბარეს

AutoSharing Option
რუმინელი სპეციალისტი მირჩა ლუჩესკუ თურქეთის ნაკრების თავკაცი გახდა. გუშინ მან თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასთან წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება და იგი უახლოეს ხანებში ოფიციალურად შეცვლის ფათიჰ თერიმს.

ლუჩესკუ თურქეთს კარგად იცნობს - მას უმუშავია "გალათასარაისა" და "ბეშიქთაშში", თუმცა ყველაზე დიდხანს იგი სათავეში "შახტარს" ედგა - 12 წელი.

"თურქი ხალხის სიყვარულს ვგრძნობ. ასეთი რამ არსად მიგრძვნია. ევროპაშიც კი, თუ მაჩერებენ ფანები, უკვე ვიცი, რომ თურქები არიან", - განაცხადა 72 წლის სპეციალისტმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული