რამდენი ხანი გასტანს საუდის არაბეთში საფეხბურთო ბუმი? - ლუჩესკუ პროგნოზირებს

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" რუმინელმა მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ განმარტა, რატომ ხარჯავენ საუდის არაბეთის კლუბები ტრანსფერებზე წარმოუდგენელ თანხებს:

"რატომ უნდა წავიდე საუდის არაბეთში? მე ემოციურ განზომილებას და პასუხისმგებლობას გაცილებით უფრო მეტად ვაფასებ, ვიდრე ფინანსურ ინტერესებს. ამიტომ არ წავედი "ალ ნასრიში". შემეძლო "ფენერბაჰჩეში" მემუშავა, მაგრამ მათ წინადადებას არ დავთანხმდი. იმის დასრულება მჭირდება, რაც უნდა გავაკეთო, თუ შევძლებ. ამიტომ ამას არ ვნანობ.

საუდის არაბეთი აკეთებს იმას, რაც ოდესღაც ჩინეთმა გააკეთა. მე არ ვიცი, ეს რამდენი ხანი გასტანს. როგორც კი მათი ნაკრები წარმატებას ვერ მიაღწევს, დანებდებიან.
ახლა კი, რაც ჟურნალისტს სტამბულში შეემთხვა (საუდის არაბეთის საელჩოში ჯამალ ხაშოგის მკვლელობა), ეს მათ სჭირდებათ. მათთვის იმიჯის შეცვლაა აუცილებელი და ფეხბურთში უზარმაზარი ინვესტიციები განახორციელეს".

მკითხველის კომენტარები / 1 /
ა კაცი. ციგანი ეძახე მარა ფულის ხამი არაა..
Gambler
22:57 24-08-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული