დავიდ ვილიას შესანიშნავი სოლო-რეიდი და ჰეთ-თრიქი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
35 წლის ესპანელი თავდამსხმელი დავიდ ვილია ასაკს არ იმჩნევს და მეტოქეების დაბომბვას ოკეანის გაღმაც განაგრძობს.

გუშინ ღამით, MLS-ის 23-ე ტურის მატჩში, დავიდ ვილიას "ნიუ-იორკ სიტიმ" თანაქალაქელ "რედ ბულზს" 3:2 მოუგო და "ქალაქელთა" მხრიდან სამივე გოლი ესპანელმა ვეტერანმა გაიტანა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე გოლი, როდესაც ვილიამ ბურთი მოედნის ცენტრის ხაზთან მიიღო და ზუსტი დარტყმა წარმატებულ სოლო-რეიდს მოაყოლა.

23 ტურის შემდეგ "ნიუ იორკ სიტი" 40 ქულით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს, ვილია კი, 17 გოლით, გათამაშების საუკეთესო ბომბარდირია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული