U17. გიორგი ნემსაძემ საქართველოს ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა კიევში გასამართი ვიქტორ ბანნიკოვის სახელობის ტურნირისთვის მზადება დაიწყო.

გიორგი ნემსაძემ 25 ფეხბურთელი გამოიძახა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" შეკრიბა და მათგან შეარჩევს კიევში წასაყვან შემადგენლობას.

ბანნიკოვის ტურნირზე, რომელიც 15 აგვისტოს დაიწყება, საქართველოს 17-წლამდე ნაკრების მეტოქეები ა ჯგუფში ბელარუსი, უკრაინა და ესტონეთი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ამ ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია - 2016 წელს ჩვენმა გუნდმა, გურამ ასპინძელაშვილის ხელმძღვანელობით, ფინალში ისრაელი დაამარცხა და თბილისში თასით დაბრუნდა.

გიორგი ნემსაძის მიერ შერჩეული სია კი ასეთია:

ლუკა კუტალაძე (დინამო თბ), ლუკა ხარშილაძე
(ლოკომოტივი), მამუკა ბახტაძე (საბურთალო), თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბ), ზურაბ ბაქრაძე (ლოკომოტივი), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი შალიკაშვილი (სფფ აკადემია), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), ირაკლი აზაროვი (დინამო თბ), ცოტნე ჩოთალიშვილი (საბურთალო), ზურაბ ჭავჭანიძე (დინამო თბ), გიორგი გაგუა (იბერია 2010), სერგეი გაბელაშვილი (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), დავით ლორთქიფანიძე (ატალანტა, იტალია), ზურაბ დავითაშვილი (დინამო თბ), ცოტნე ბენდიანიშვილი (კორტრაიკი, ბელგია), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გივი მუკბანიანი (ტორპედო), საბა კიკნაძე (ლოკომოტივი), ხვიჩა კვარაცხელია (დინამო თბ), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), ელგუჯა ჯანგველაძე (დინამო თბ), თორნიკე დარსაძე (ალკობენდას-ლევიტი, ესპანეთი).

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაა ეგ ბავშვი ასაკით ამ ნაკრების შესაბამისი და ნემსაძე ასაკს ვერ ჩამოაკლებს :)
მაგრამ აგერ სცოდნია სამ ცალ კითხვის ნიშანს გზა და სცადოს მაინც :)))
0
შენ თუ გინდა მოხვდეს ის შენი ფავორიტი vasilich , ამდენ წერას სჯობს ნახო ვინმე ნაცნობ მეგობარი ქურდებში , მხედრიონელებში , ყოფილ ფეხბურთელებში, მწვრთნელებში, უი პოლიციელები გამომრჩა ბობოლა და ჩაგიწყობენ არაა პრობლემა , ისე არც ინერვიულო მაგაზე, სხვანაირად ნემსაძეს არ მოეწონება , ეს არის რეალობა, თუ ვინმე გამომრჩა ჩამონათვალში მომიტევეთ
0

სიახლეები პოპულარული