
წარმოშობით კოსოვოელი ფეხბურთელის მარჯვენა ფეხზე ფეხბურთის მოთამაშე პატარა ბიჭი, ასევე, ცარიელი ვაზნები და ავიაგამანადგურებლებია გამოსახული. პოსტს აქვს მინაწერი: "მთელი ჩემი ცხოვრება".
ვალონ ბეჰრამი ამჟამინდელი კოსოვოს ტერიტორიაზე, ქალაქ მიტროვიცაში დაიბადა. როდესაც ის 5 წლის იყო, ოჯახი, ლტოლვილის სტატუსით, შვეიცარიაში გადავიდა. ცოტა ხნის წინ ბეჰრამიმ FIFA-ს ახლად აღიარებული კოსოვოს ნაკრებში თამაშის უფლება სთხოვა, მაგრამ იმის გამო, რომ მას შვეიცარიის ეროვნული გუნდის მაისურით უთამაშია, უარი მიიღო.



