ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

AutoSharing Option
განვლილი წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფეხბურთის ფედერაციამ 8 მილიონი ლარი ვალის გასტუმრება მოახერხა და დარჩენილ 9 მილიონ ლარსაც ეტაპობრივად გავისტუმრებთ, - ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც კობიაშვილმა აღნიშნა, ფეხბურთის ფედერაციას 17 მილიონი ლარი ჰქონდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო ვალის სახით.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, აღნიშნული საფინანსო ვალდებულებების გასტუმრების შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას მიეცემა მეტი შესაძლებლობა, რათა არსებული რესურსი სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიმართულებით გამოიყენოს.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საქართველოში ფეხბურთის განვითარების კუთხით სხვადასხვა მიმართულება
განიხილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა.

"მოყვარულთა ლიგის ხარჯზე, ბოლო წელიწადში ფეხბურთელთა რიცხვი 8 ათასით გაიზარდა. აღნიშნულ მოყვარულთა ლიგაში ჩართულია სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 300-ზე მეტი გუნდი; ასევე, ფეხბურთელთა რაოდენობის ზრდა მოხდა ფუტსალისა და ქალთა ფეხბურთის განვითარების ხარჯზე", - განაცხადა კობიაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კრიტიკა, რომელიც ისმის ქართული გუნდების მიერ ევროთასებზე დაფიქსირებული შედეგების გამო, მისაღებია და მიზანი უნდა იყოს სამომავლოდ, რომ აღნიშნული გამოსწორდეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 27-ე ყრილობაზე განიხილეს ასევე დღის წესრიგით გაწერილი საკითხები; ასევე, დელეგატებმა მოისმინეს პრეზიდენტის მოხსენება. ყრილობას დაესწრნენ უეფასა და ფიფას სპეციალური წარმომადგენლები.

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 9 /
იგივე კითხვა მაქვს:
1.თუ ვალებს ისტუმრებთ, მაშინ ისიც გვითხარით, გასტუმრებული ვალები რით გადაიხადეთ დ დარჩენილს რის ხარჯზე გადაიხდით?
2. თქვენი მოსვლის შემდეგ ვალების არსებობა აუდიტით დაადგინეთ?
3. არჩევნების დროს არ იცოდით, რომ ფედერაციას ვალები ჰქონდა?
4.თუ იცოდით, ან მერე დაადგინეთ ვალების არსებობა, მაშინ ისიც გეცოდინებათ საიდან გაჩნდა ამდენი ვალი, რის საფუძველზე?
5. იმ ხალხს არაფერი არ უნდა მოეთხოვოს ვინც ვალები დააგროვა?
6. გამოაქვეყნეთ ვისი ეს საშინაო და საგარეო ვალები?
მერაბი
15:36 11-08-2017
0
დომენტი სიჭინავა ამბობდა ვალები დამხვდა და გავისტუმრეო, ეხლაც ვალები ყოფილა. ბოლო-ბოლო ვინ დააგროვა და საიდან ეს ვალები. ან რით ისტუმრებენ...
gela
17:26 11-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული