"სექტემბერში 1000-ზე მეტ საჯარო სკოლაში I და II კლასებში ბავშვები ფეხბურთს უფასოდ შეისწავლიან"

AutoSharing Option
მიმდინარე წლის სექტემბერში, ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვებს ფეხბურთის შესწავლა უფასოდ შეეძლებათ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სპორტის მასწავლებლები ამ მიმართულებით სამუშაოდ უკვე გადამზადდნენ.

ამასთან, კობიაშვილის თქმით, 2018 წლიდან დაიწყება ასევე ბავშვთა ფეხბურთის განვითარების პროგრამა.

"სექტემბერში ათასზე მეტ საჯარო სკოლაში პირველ და მეორე კლასებში ბავშვები უფასოდ შეძლებენ ფეხბურთის შესწავლას. სპორტის მასწავლებლები გადამზადდნენ ამისთვის. მეორე უფრო დიდი პროექტის პრეზენტაცია იგეგმება წლის ბოლოსთვის, რათა უფრო დიდ ასაკში ბავშვთა ფეხბურთის ხელშეწყობა
მოხდეს და აღნიშნული პროექტის ამოქმედება 2018 წლიდან დაიწყება", - განაცხადა კობიაშვილმა.

- ლევან კობიაშვილი: სფფ-ის ვალი 17 მილიონი ლარი იყო, 8 გავისტუმრეთ

მომზადებულია interpressnews.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
სკოლაშუ ბურთები არა აქვთ და ფეხბურთი რითი უნდა ისწავლონ, ალბათ ..... ან რა ფეხბურთი უნდა ისწავლოს 1 და მეორე კლასელებმა...
0
კობის ნაირი უნამუსო კაცი კიდევ ბევრჯერ შეეცდება დაგვაბოლოს. ღმერთო. მისნაირ კიბოებს (ავთვისებიან სიმსივნეებს) როგორ უძლებს ქართული ფეხბუტრთი
magis
17:26 11-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული