ოჯახით ის მშობლებთან ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, მისი ფინანსები რომანსებს მღეროდნენ და უეცრად მაგრად გაუმართლა, როდესაც შვილი ჩინებულად ათამაშდა. პერსპექტიულ 10 წლის ნეის "სანტოსში" 130-დოლარიანი ხელფასი დაუნიშნეს, მამა კი მხოლოდ "კოკა კოლასა" და ნაყინის ფულს უტოვებდა.
2005 წელს, როდესაც "რეალი" რობინიოს ყიდულობდა, "წმინდანებმა" ჭაბუკს "სამეფო კლუბში" გადასვლა შესთავაზეს და დარჩენის შემთხვევაში კასტილიელები მის მამასა და დედას კლუბში სამუშაოს დაჰპირდნენ.
მერე ნეი უფრო და უფრო გაბრწყინდა და სანტოსმა "სანტოსს" პირობები წაუყენა: თუ არ გინდათ ბრაზილიური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი დაკარგოთ, 270 ათასი "ქეშად" მომეცით, 5 500 ბარათზე ჩამირიცხეთ, პლუს, 2 700 ჩემს ბიჭს ჯიბის ფულად სჭირდებაო.
კლუბის ერთ-ერთი წარმომადგენელი იხსენებს, რომ ძალიან არასასიამოვნო დიალოგი შედგა. სანტოსი თურმე, ტრაქტორივით აწვებოდა და სხვა გზა რომ არ ჰქონდათ, მიიღეს მისი პირობები.
ფულს მამა შვილს ცოტას აძლევდა. სრულწლოვანი როდესაც გახდა, ნეიმ ავტომობილის შეძენა მოინდომა, მამამ კი პირობა წაუყენა - სამხრეთ ამერიკის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე გამარჯვება და ფინალში დუბლის შესრულება. ყმაწვილმა დავალება პირნათლად შეასრულა.
მერე ე.წ. ჩრდილოვანი აუქციონი მოაწყო, რომელშიც "ბარსელონამ" გაიმარჯვა და 10 მილიონიც ჩაიჯიბა. ასე და ამგვარად, "ასულგრანამ" მისი შვილის კონტრაქტის გამოსყიდვის უპირატესი უფლება მიიღო.
ბრაზილიური და ესპანური სასამართლოების და მედიასაშუალებების ცნობით, ნეიმარ-უფროსმა ამის შემდეგ ძალიან, ძალიან დიდი ფული იშოვა:
- ტრანსფერისას "ბარსელონამ" კომპანია "ნეიმარსა და ნეიმარს" 40 მილიონი ჩაურიცხა.
- 8.5 მილიონი საკომისიო მათ ოჯახს.
- 2.6 მილიონი "სანტოსისაგან" ტრანსფერის გაჩარხვისათვის მიიღო.
- 21 მილიონი "ბლაუგრანასგან" სკაუტინგისათვის, რათა სანტოსს სამშობლოდან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელები ჩაეყვანა.
- შარშან "ბარსასთან" კონტრაქტის გაგრძელებისთვის 26 მილიონი უნდა აეღო, მაგრამ პსჟ-ში ნეის გადასვლის გამო გაბრაზებულმა კატალონიელებმა ეს თანხა არ გადაუხადეს და უძღები მამიკო ფიფასა და სასამართლოში აპირებს ჩივილს.
- "პარი სენ ჟერმენში" გადასვლისათვის 36 მილიონი ჩაიჯიბა.
- მოკლედ, სადღაც 200 მილიონი მოაქუჩა. სავარაუდოდ, ამას გარდა, შვილს გასამრჯელოდანაც ართმევდა ფულს. ბრიტანული ტაბლოიდი "სანი" ამტკიცებს, რომ 2013 წლიდან მოყოლებული, "ბარსელონამ" ნეიმარის მამას ლეო მესიზე მეტი ფული გადაუხადა... ჰოდა, აბა, მაგასთან გაქნილი ჟორჟე მენდეში და მინო რაიოლა რას მივლენ!