ავთანდილ ასათიანის გუნდს პლეი-ოფის პირველ მატჩში მეკარე ზვიად კუპატაძე ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, არჩილ სებისკვერაძე და შოთა ჭანუყვაძე კი ყვითელი ბარათების გამო ვერ ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები მატჩის მასპინძელ ქალაქ დევაში ორი დღით ადრე ჩავიდა. გუნდის მთავარი მეკარის გარდა, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და წლის ერთ-ერთი მთავარი შეხვედრის მოლოდინშია.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისში შედგება.
შეგახსენებთ,
საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ზვიად კუპატაძე (ტტგ-იუგრა, რუსეთი), ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი),თორნიკე ბუკია (ტატიშვილი, თბილისი)
წინა ხაზი: ლევან კობაიძე (ტატიშვილი, თბილისი), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი), გია ნიყვაშვილი (აგორა, თბილისი), კახა მაისაია (თელასი, თბილისი), ნიკა კურტანიძე (პსპ.თბილისი), დავით ბობოხიძე (ტატიშვილი, თბილისი), არჩილ სებისკვერაძე (ლიდსელმაში, ბელორუსი), ირაკლი თოდუა (ლიდსელმაში, ბელორუსი), რონინიო და სილვა (ხერსონი, უკრაინა), შოთა ჭანუყვაძე (სვეიკი, მალტა), მურთაზ კაკაბაძე (ტატიშვილი, თბილისი), გიორგი ნიშნიანიძე (პოლიტეხი, რუსეთი), როდრიგო ანდრეი სილვა სანტოსი (სუნგუნ ვარზე, ირანი).