ეს ბიჭებიც და ტრანსფერებიც თბილისის "დინამოსია"

AutoSharing Option
ბილისის "დინამო" და მისი პრეზიდენტი რომან ფიფია ბოლო წლებში ბევრჯერ გაუკრიტიკებიათ, მაგრამ ვიტალი დარასელიას სახელობის საფეხბურთო აკადემიის მუშაობაზე ცუდს ვერავინ იტყვის - პირველი ორი თაობის მოთამაშეები (გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი ზარია, დავით კობოური, ნიკა ნინუა, გიორგი კუცია, ბექა მიქელთაძე, ენვერ ლილუაშვილი, მიხეილ ერგემლიძე, დემეტრე ბულისკერია) უკვე მთავარ გუნდში დაწინაურდნენ და ნელნელა წამყვან როლებს ირგებენ, ჩაკვეტაძისა და ლოჩოშვილის ტრანსფერმა კი ყველა აალაპარაკა - ანუ "დინამოს" აკადემიამ პირველი ნაყოფი უკვე მიიღო.

რომან ფიფია ახლახანს განხორციელებულ ტრანსფერებზე, აკადემიაზე, "ბაიერნთან" მოლაპარაკებასა და ათას
სხვა უმნიშვნელოვანეს თემაზე გველაპარაკა...

უშუალო კონტაქტი უცხოეთთან
- დავიწყოთ ჩაკვეტაძისა და ლოჩოშვილის ტრანსფერებით. ბოლო წლების ფონზე დამაიმედებელია, რომ უცხოელები ქართველი ბავშვებით დაინტერესდნენ...
- ორივე ფეხბურთელი "დინამოს" აკადემიის აღზრდილია, ხოლო მათი ტრანსფერები "დინამოს" ნამუშევარი. ჩვენ ბელგიელებთან და უკრანელებთან მოლაპარაკებები პირდაპირ ვაწარმოეთ. ჩაკვეტაძეზე შეხება გვქონდა "გენტთან" და მის პრეზიდენტთან, სპორტულ დირექტორთან...

- ლაშა ჯაკობიას როლზე რას გვეტყვით?
- მოლაპარაკებაში კარგი სამსახური გაგვიწია - ფრანგული კარგად იცის და კომუნიკაცია გაგვიადვილა. მაგრამ, მე რომ პრეზიდენტებთან უშუალო კონტაქტი არ მქონოდა, ეს ტრანსფერები ვერ შედგებოდა. მნიშვნელოვანია კლუბის პრეზიდენტთან უშუალო კონტაქტი და პარტნიორული ურთიერთობა, რომ დაურეკო და ჰკითხო - რატომ ხდება ასე? ჩვენ კი "გენტის" პარტნიორები ვართ, რადგან მისი შემდგომი ტრანსფერიდან 50 პროცენტი "დინამოს" ეკუთვნის.

ასევე მოხდა კიევში ლოჩოშვილის გადასვლის შემთხვევაში. სამომავლოდ ფეხბურთელს უცხოეთში მხოლოდ ამ პირობით გავუშვებთ.

- ცხადია, გიორგი ჩაკვეტაძის სატრანსფერო თანხა ყველას აინტერესებს, რადგან არაერთგვაროვანი ცნობებია. "ტრანსფერმარკტი" ამტკიცებს, რომ ბელგიელებმა 1,5 მილიონი ევრო გადაიხადეს.
- რეალურად, მათ 700 ათასი ევრო გადაიხადეს და არა 1,5 თუ 3 მილიონი, რასაც ამბობენ. ოღონდ, გიორგის შემდგომი ტრანსფერის 50 პროცენტს "დინამო" მიიღებს.

- ასეთ შეთანხმებას როგორ მიაღწიეთ?! ადრე ქართველების მსგავს შეთავაზებაზე ევროპელები ხშირად უარს ამბობდნენ...
- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ. მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

ბაიერნი, სიტი, ტოტენჰემი...
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩაკვეტაძეს სხვა კლუბებიც იწვევდნენ...
- ასეც არის.

- მათ შორის, "ბაიერნის" დაინტერესებასაც ადასტურებთ?
- დიახ, დაინტერესებული ნამდვილად იყო და არა მხოლოდ ის - გიორგის გადაყვანა სურდათ "ლივერპულს", "მანჩესტერს" და "მანჩესტერ სიტის", "ტოტენჰემს", "ჰოფენჰაიმს", "ლევერკუზენს"...

- ..და ამ გუნდების შემდეგ რატომ "გენტი"?!
- ზოგიერთ გუნდს სურდა, რომ აეყვანა, სხვა კლუბში იჯარით გაეშვა და როცა მომწიფდებოდა, მერე დაებრუნებინა. ეს ის მომენტია, რომელშიც ბევრი ქართველი ბავშვი აღმოჩნდა, რამაც მათი უმრავლესობა დათრგუნა. მე ისეთ კლუბში მსურდა გამეშვა, სადაც ითამაშებდა.

გიორგი ჩვენთან გაიზარდა და მეც კარგად ვიცნობ. მას იმედი თუ არ მიეცი, შესაძლოა, ვერ ითამაშოს. არავინ უწყის, რომ აეყვანათ და გაენათხოვრებინათ, მერე რა განწყობით იქნებოდა და რა მოუვიდოდა. მნიშვნელოვანია, რომ გიორგიმ შემადგენლობაში ითამაშოს და ამიტომაც დავთანხმდი, თორემ ხომ გეუბნებით, სხვებისგანაც აბსოლუტურად რეალური წინადადებები გვქონდა.

საერთოდ, მნიშვნელოვანია, რომ მშობლისა და ფეხბურთელის ინტერესი გაითვალისწინო. ამიტომ, მათთან ვათანხმებდით კონტრაქტისა და მოლაპარაკების ყველა დეტალს.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენთვის ნაკლებად სასურველ ფინანსურ ვარიანტს მოთამაშის ინტერესის გამო დათანხმდით?
- დიახ. მაგრამ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩაკვეტაძე დიდ ფეხბურთს ითამაშებს და უფრო ძლიერ გუნდში გადავა. როდესაც იმის ფუფუნება გვექნება, რომ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგაზე სისტემატურად ვითამაშოთ, მსგავსი შუალედური გუნდები, "კიბეები" ნაკლებად დაგვჭირდება. მაგრამ ახლა სხვა გზა არ გვაქვს.

- "გენტი" თავად ისურვა?
- დიახ, რადგან იქ მწვრთნელი და პრეზიდენტი დაინტერესებულები იყვნენ და შეგვპირდნენ, რომ აუცილებლად ათამაშებდნენ.

ლოჩოშვილზეც იგივე ხდებოდა. ჯერ ტრავმა აქვს, მაგრამ ძმებ სურკისებთან პირდაპირი კავშირი მაქვს და დაპირება მაქვს, როგორც კი ვარჯიშს დაიწყებს და ფორმას აღიდგენს, კიევის "დინამოს" ძირითადში თავისი ადგილი ეკუთვნის. მთავარია, თავად არ გაჩერდეს.

სურვილი არის, მაგრამ რეალობა სხვაგვარია
- თქვენ მიმართ პრეტენზია სწორედ ამას უკავშირდება რატომ არ ინარჩუნებთ ნიჭიერ ბავშვებს, მომავალ წელს ძლიერი გუნდი რომ ჩამოყალიბდეს და თუნდაც ევროპის ლიგაზე გახვიდეთ?
- თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს არ მინდა, ძალიან ცდება. მაგრამ ჩვენ "დინამო" ვართ და ერთდროულად ჩემპიონატშიც კარგად უნდა ვითამაშოთ, ევროგათამაშებაშიც და ბავშვებიც უნდა გავუშვათ - ეს ყველაზე რთული გადასაწყვეტია.

- ხომ არ იმოქმედა იმ ფაქტორმა, რომ, რეალობიდან გამომდინარე, ხვალ შესაძლოა, ამ ბიჭებზე ასეთი მოთხოვნაც არ ყოფილიყო?
- ასეც არის, მაგრამ მხოლოდ აქედან არ გამოვდივარ. ვინც ამას ამბობს, არ ინტერესდებიან, თავად ამ ბავშვებს საქართველოში დარჩენა სურთ? გიორგის და ლუკას ბევრჯერ ველაპარაკე, ვარწმუნებდი, რომ კიდევ ერთი წელი დარჩენილიყვნენ. შემეძლო, ჩაკვეტაძე დეკემბერში გამეშვა, მაგრამ კაცს გული სხვა გუნდისკენ რომ მიუწევს, მისი დატოვება გაუმართლებელია. წასვლა თავადაც მთხოვა, დაგვიანებით გაშვებული კი, შესაძლოა, გუნდს ვეღარ აეწყოს, ახლა იყო იღბლიან ტალღაზე, ნიჭიერი ბიჭია და არ მინდოდა, მისი პერსპექტივისთვის ხელი შემეშალა, თორემ გაშვება არ მსურდა.

აკადემიის აღზრდილთა ახალი ტრანსფერები
- ამ ტრანსფერში უფრო მნიშვნელოვანი სხვა რამეა: თქვენ ხშირად ამბობდით, რომ ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის დაფუძნებამ გაამართლა.
- დიახ, სულ ვიმეორებდი, რომ პირველი შედეგების მისაღებად 78 წელიწადი გვჭირდებოდა. მაგრამ "პირველი მერცხლები" უკვე გვყავს 6 წლის შემდეგ გასაოცარი შედეგებია, აკადემიის 11 გაზრდილი მთავარ გუნდში გადავიდა და ისინი ნელნელა ადგილს იმკვიდრებენ. ბევრი ამ წამოწყებას კრიტიკულად აფასებდა. აკადემია მარტო ვარჯიში არაა - აქ არის სწორი კვება, დამატებითი გაკვეთილები, ტურნირებზე სისტემატური მონაწილეობა ნახეთ, რამდენი ტურნირი მოიარეს? მათ გამოსაჩენად მნიშვნელოვანი იყო, დარასელიას სახელობის მემორიალი რომ ჩავატარეთ.

საქართველოში მსგავსი ტურნირები გვინდა და ბავშვები უცხოეთშიც ხშირად უნდა დადიოდნენ, რომ არავის შიში არ ჰქონდეთ. მესმის, ბევრად მეტია საჭირო. მაგრამ აქაც ნახეს და უცხოურ ტურნირებზეც, რომ გერმანელი, შოტლანდიელი, ინგლისელი, ბელგიელი, ჰოლანდიელი, თურქი და უკრაინელი ბავშვები მათზე უკეთესები არ არიან და ბევრ რამეში სჯობდნენ კიდეც. თავდაჯერება აკლდათ და ტურნირებზე ეს შეიძინეს.

მეორე მხრივ, რა მოხდა - სტუმრებმა ევროპაში ამბავი გაიტანეს, რომ, თურმე, საქართველო არ არის ჩამორჩენილი, რომ აქ არის თანამედროვე საფეხბურთო ბაზა და კლუბი, რომელიც ნიჭიერ ბავშვებს ზრდის. ამას დაემატა საქართველოში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ჩატარება - ეს ბრწყინვალე ღონისძიება იყო! ამ ყველაფერმა ბავშვები ფსიქოლოგიურადაც გაზარდა, გამოცდილებაც შეიძინეს და აშკარა ნახტომი გააკეთეს. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ყველაფერი მიღწევადია, თუ საქმეს სწორად მივუდგებით.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც.
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.

ძლიერი თაობები მოდიან რუსეთში - საუკეთესო აკადემია "კრასნოდარს" აქვს, რომელსაც ჩვენმა ბიჭებმა "კასპიის თასზე" მოუგეს, ახლახან კი პეტერბურგში 2004 წელს დაბადებულებმა ძალიან კარგად ითამაშეს და ვიცე-ჩემპიონები გახდნენ. ეს ყველაფერი დამაიმედებელი და დიდი სტიმულია.

ჩვენი ბრაზილია და მშობლები
- რეალურად, "აიაქსის" პოლიტიკას მისდევთ - მოთამაშეებს აკადემიაში ზრდით და ყიდით, კლუბი რომ გამდიდრდეს და ფეხბურთელებმა კარიერა აიწყონ. ასე არიან ხორვატები, სერბები, ირლანდიელები...
- დიახ, ეს მნიშვნელოვანია და ახალგაზრდა ფეხბურთელებმა უნდა დაინახონ მაგალითები - "დინამო" თავად არის ტრამპლინი. აქ უნდა ივარჯიშო და თავი დაიმკვიდრო, მერე კარგად რომ გადახტე. ამას ბავშვები ხვდებიან, ზოგიერთი მშობლისგან განსხვავებით. ახლა ზოგიერთი ფეხბურთელი 16 წლისაა და სამწუხაროდ, კონტრაქტს არ აფორმებს, რადგან მშობლებს მათი უცხოეთში წაყვანა სურთ - კვიპროსში, რუსეთში, ბონუსი ახლავე რომ აიღონ. მაგრამ ასეთი სიჩქარით ბავშვებს მომავალს უფუჭებენ.

თუმცა, უმეტესობა გვენდობა და მოგვყვება. არავის უნდა ბავშვი, რომელსაც ჩვენს უმაღლეს ლიგაში არ უთამაშია, რადგან მას ფსიქოლოგიურად ჩამოყალიბება ესაჭიროება.

- "დინამოს" არ აქვს ევროპელებივით ფული, "აიაქსისა" და "მანჩესტერის" მსგავსად, სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაში საფეხბურთო სკოლები რომ გახსნათ. მაგრამ ჩვენი ბრაზილია სამეგრელოა, თქვენ კი სამეგრელოში საფეხბურთო სკოლა გახსენით.
- დიდი ხანია, ამის ინტერესი მქონდა და წლეულს გავაკეთე, რადგან, ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრი ტალანტი ისე იკარგება, მოედნამდეც ვერ მიდის. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბავშვებს ადგილზე გაზრდაში დავეხმაროთ და გამორჩეულები 13 წლის შემდეგ აკადემიაში წამოვიყვანოთ.

ხომ გითხარით, პირველივე თაობიდან 5 ტრანსფერის გაკეთება შეგვეძლო. ანუ თბილისის "დინამოს" აკადემიამ დაარსებიდან 6 წელიწადში შედეგები მოგვცა. ახლა აკადემიაში უკრანიდან ფიზმომზადების მწვრთნელი ჩამოვიყვანეთ, რომ ბავშვები უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდნენ. ჩვენ "დინამოში" ძალიან ძლიერი გუნდი შევკარით, სადაც ყველა კლუბის ინტერესისთვის მუშაობს. მაგრამ აკადემიას უნდა დიდი ფული და დიდი მოთმინება, შედეგს 8 წელიწადში მიიღებ, 34 წელში ეს შეუძლებელია.

- მსგავსი ინფრასტრუქტურა საქართველოში კიდევ 10 აკადემიას რომ ჰქონდეს, ალბათ, სერიოზული წინსვლა გვექნება...
- 10 აკადემიაც არ არის საჭირო. მიხარია, "ლოკომოტივს" და "საბურთალოს" ძლიერი სკოლები რომ აქვთ. ქვეყანაში სულ 4 ძლიერი აკადემიაც რომ იყოს, რომლებიც ყოველწლიურად ჯამში 45 მოთამაშეს გაზრდის, ქართული ფეხბურთის მომავალს არაფერი დაემუქრება და წარმომიდგენია, რა ნაკრები გვეყოლება.

ფეხბურთის განვითარების ფონდზეც უნდა ვთქვა: მისი დაფუძნებით უდიდესი საქმე გაკეთდა. ჩემი აზრით, ფონდიდან ბავშვთა ფეხბურთზე მეტი სახსრები რომ დაიხარჯოს, ეს ქართული ფეხბურთის უკეთესი ხვალინდელი დღის გარანტია იქნება. მიხარია, რომ ამაზე უკვე არის კიდეც ლაპარაკი...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
ძალიან არასწორი კომენტარებია. დღეს ფეხბურთი ბიზნესია და დიდი ფულის კეთების ერთ ერთი ინსტრუმენტია და ამაში ყველა დამეთანხმებით. ის რომ დინამო ხალხის ფულით ფინანსირდებოდახ საბჭოთა დროს არ ნიშნავს რომ ფიფიას ამაზე უნდა მოვთხოვოთ პასუხი მაშინ რა დააშავა სხვა გუნდებმაც? ტობედო' ლანჩხუთის გურია ბათუმის დინამო და ა.შ რომლებიც ასევე ხალხის ფულიდან ფინანსდებოდა? რეალურად თუ შეხედავთ დინამო იმიტომ იყო ქვეყნის პრესტიჟი რომ იმ პერიოდში სხვა საშვალება არ არსებობდა და რუსული გუნდების გარდა ყველა ქვეყანას ესე თვალსაჩინო ერთი წარმომადგენელი ყავდა ყოველთვის(თუ არ ჩავთვლით იშვიათ გამონაკლისებს სხვადასხვა ქვეყნებიდან მათშორის საქართველოდანაც) ასე რომ თუ კლუბმა დღეს მოგება არ ნახა თავის თავად წინაც ვერ წავა. დინამოს გარდა კიდევ არის სხვა გუნდებიც საქართველოში და იმედია დინამოსავით ყველას გამოუჩნდება პატრონი. კლუბის ისტორიის გამო დამიჯერეთ არავინ ამოიღებს დღეს ჯიბიდან მილიონებს რომ
gg
16 სექტემბერი 2017 19:18
2
სამეგრელოში სად გაიხსნა დინამოს აკადემია?
ნიკა
16 სექტემბერი 2017 18:49
1
დინამოს ტრანსფერებიდან,უეფადან და საქართველოს ჩემპიონატიდან შემოსული თანხა ბოლო წლის განმავლობაში:
ჩაკვეტაძე 1.500.000 ევრო
ლოჩოშვილი 300.000 დოლარი
პაპუნაშვილი 300.000 ევრო
გველესიანი 50.000 დოლარი
წელს 2.492.000 დოლარი შემოვიდა გუნდში
ქვილითაია 700.000 ევრო
კაკაბაძე 360.000 ევრო
ცინცაძე 100.000 ევრო
შარშან 1.380.000 დოლარი შემოვიდა
ჯამში 3.872.000 დოლარი !!!
გაურკვეველია გუნდმა აიღო თუ არა სხვა ტრანსფერებში რაიმე თანხა
შარშანდელი უეფას ჩემპიონთა ლიგის I ეტაპის 220 K ევრო (ავტომატურად გავლილად ითვლება), II ეტაპზე მონაწილეობისთვის 320 K ევრო (ალაშკერტი), III ეტაპზე მონაწილეობისთვის + 420 K ევრო (ზაგრები), ეუროპა ლიგის პლეი-ოფი +235 K ევრო (პაოკი)
ჯამში : 1,195,000 ევრო = 1.423.000 დოლარი
ეროვნულ ლიგაში საბაზისო 900,000 ლარი
თითო მოგებაზე 30.000 ლარი, ფრეზე 10.000 (560,000 ლარი უკვე)
ტრანსფერებზე პრემიალური 500,000 ლარი
გუნდის სპონსორობისთვის 500,000 ლარი
ჩემპიონობაზე 1 მილიონი ლარი
ყველაზე ცოტა ფონდიდან წელს შემოვა 3,5 მილიონი ლარი = 1.450.000 დოლარი ( + იმდენი 30,000 რამდენ თამაშსაც მოიგებს დინამო)
ჯამში: 6,650,000 დოლარი გამოიმუშავა თბილისის დინამომ! სანაცვლოდ კი ფაქტიურად არც არაფერი დაუხარჯავს გუნდს

დიდი მადლობა ფიფიას ასეთი კარგი აკადემიისთვის მაგრამ გუნდს რა ხეირი ამით თუ ევროთასებზე ვერ ვიყენებთ საჭირო ფეხბურთელებს?
daTo
16 სექტემბერი 2017 18:10
0
ფიფია ყველა ფეხბურთელს უყურებს ფულის განზომილებიდან და არა მისი მომავლის იმედიდან!!!
gio
16 სექტემბერი 2017 16:48
1
სსრკ-ში ქართველის დადებით იმიჯს ქმნიდნენ თბილისის ,,დინამოს ფეხბურთელები! დავით ყიფიანზე,ალექსანდერე ჩივაძეზე,სლავა მეტრეველზე,მიხეილ მესხზე,მურთაზ ხურცილავაზე,ვიტალი დარასელიაზე,ვოვა გუცაევზე,რეზო ძოძუაშვილზე,რამაზ შენგელიაზე,თენგიზ სულაქველიძეზე, მანუჩარ მაჩაიძეზე და კიდევ მრავალ ქართველ ფეხბურთელზე ,,გიჟდებოდნენ,,რუსები,უკრაინელები,სომხები,აზერბაიჯანელები,ყაზახები....ამ დღეებში ქართველების დიდ უნარებზე პოლიტიკაში ილაპარაკა ჟირინოვსიმ და პოლიტიკოსებთან ერთად ქართველი ფეხბურთელების ნიჭიერება აღნიშნა! ...ყოველდღიურ ცხორებაში ანეკდოტებში ქართველის იმიჯი იყო,,ყვავილების გამყიდველი გრძელცხვირა,,გივი,,ქუდი ,,აეროდრომით,,, მაგრამ როცა თბილისის,,დინამო,,თამაშობდა ,მაშინ უცებ იქმნებოდა აურა ნიჭიერი ქართველის!...პ.ს. 1981 წლის ზაფხულში გასვლაზე ვანადგურებთ მინსკის ,,დინამოს,, (4-1 საბოლოო ანგარიში)...ბიძაჩემი ესწრებოდა თამაშს და მინსკელი გულშემატკივარი იხვეწებოდაო:გრუზინი-ბოლშე ნე ზაბივაეტე ი მი ვამ ცენტრალნი რინოკ უსტუპიმო(ქართველებო-მეტი არ გაგვიტანოთ და ცენტრალურ ბაზარს დაგითმობთო)))...დღეს სადაა თბილისის,,დინამო,,?!სირცხვილია გუნდის გადაქცევა,,ლა-განტუაზის,,ფარმ-კლუბად
ზაზა
16 სექტემბერი 2017 13:48
2
თბილისის ,,დინამო,,ქვეყნის პრესტიჟია და თუ წარუმატებელია,მაშინ ქვეყნის სირცხვილია! თბილისის,,დინამო,, საბჭოეთის იმპერიაში ქმნიდა რესპუბლიკის დადებით იმიჯს...!ის იყო ის იშვიათი,რითაც ამაყობდა ყველა ქართველი!...
უდავოდ სასიხარულოა,თუ არის მოთხოვნა,ინტერესი ვიტალი დარასელიას სახ.თბილისის ,,დინამოს,, აკადემიის აღზრდილებზე ევროპაში,მაგრამ თბილისის ,,დინამოს,,აკადემია უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს მიზანს-თბილისის ,,დინამო,,სტაბილურად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ან ევროლიგის ჯგუფში! თბილისის.,,დინამოს,,ისტორიის მქონე კლუბს არ აქვს უფლება საერთაშორისო ასპარეზზე შედეგის იგნორირების ,კმაყოფილების მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით!...ყოვლად მიუღებელია,რომ თბილისის,,დინამო,, ეძებდეს ფეხბურთელებს ბელგიის და დანიის საშუალო,აუტსაიდერი კლუბებისთვის ,რომ მათ მოამზადონ მერე ,,დიდი,,ფეხბურთისთვის!...ყოვლად მიუღებელია,რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნახევარი ან თუნდაც ერთი სეზონი ,,დინამოს,,ძირითადში თამაშით ,,მოვალეობას იხდიდეს,, ,,დინამოს,,წინაშე,ტრამპლინად იყენებდეს საკუთარი კარიერისთვის!..კეთილი ინებეთ და საკუთარი კარიერის აწყობისთვის ,,სოფლის,,კლუბი გამოიყენეთ,რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არ აქვს წარმატების ამბიცია,ხოლო თბილისის,,დინამოსთვის,,ითამაშეთ,დადეთ შედეგი და მერე ყველა გახარებული ვიქნებით ,თუ თქვენით სოლიდური ევროპული კლუბი დაინტერესდება!... პატარა სლოვენიის,მოლდავეთის,ბელორუსიის კლუბები თამაშობენ ევროტურნირების ჯგუფებში პრაქტიკულად ლეგიონერების გარეშე(მარიბორის და ბატეს ძირითადში ორ-ორი ლეგიონერი იყო),ლიტვის,ლუქსემბურგის კლუბები შვეიცარიის და შოტლანდიის კლუბებს აგდებენ გათამაშებიდან და ნუთუ ასე როგორ დაგივარდათ საკუთარი თავის რწმენა ,რომ გარბიხართ პირველივე შეთავაზებაზე?!..ან სტიმულს მაინც არ გაძლევთ ბატე,მარიბორის ...წარმატებები?...თბილისის ,,დინამოს,,ხემძღვანელობა,მენეჯმეტიც სწორედ ევროტუნირებზე წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა აკადემიის აღზრდილების ,,მზესუმზირის,,ფასად გაყიდვით და მომავალში უკვე იმ კლუბიდან ახლიდან გადამზადებული ფეხბურთელის ,,გადაყიდვით,,ტრანსფერის წილით ,,ფულის გაკეთებით,,...თვითონ აღზარდეთ სრულად მომზადებულები ,,დიდი,,ფეხბურთისთვის და პირდაპირი ტრანსფერით იხეირეთ სათანადოდ თქვენც,ფეხბურთელმაც..
ზაზა
16 სექტემბერი 2017 13:46
1
რის ჩემპიონატობაზე და რის ევრო ტურნირებზე ფიქრობ რუსთავს რომელიც დაბალ ლიგაშიც არ ბრწყინავს იმას ვეღარ უგებ
დინამოს მომავალი სულ ცალფეხზე არ გკიდიაა
16 სექტემბერი 2017 13:34
2
თბილისის ,,დინამო,,ქვეყნის პრესტიჟია და თუ წარუმატებელია,მაშინ ქვეყნის სირცხვილია! თბილისის,,დინამო,, საბჭოეთის იმპერიაში ქმნიდა რესპუბლიკის დადებით იმიჯს...!ის იყო ის იშვიათი,რითაც ამაყობდა ყველა ქართველი!...
უდავოდ სასიხარულოა,თუ არის მოთხოვნა,ინტერესი ვიტალი დარასელიას სახ.თბილისის ,,დინამოს,, აკადემიის აღზრდილებზე ევროპაში,მაგრამ თბილისის ,,დინამოს,,აკადემია უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს მიზანს-თბილისის ,,დინამო,,სტაბილურად უნდა თამაშობდეს ჩემპიონთა ან ევროლიგის ჯგუფში! თბილისის.,,დინამოს,,ისტორიის მქონე კლუბს არ აქვს უფლება საერთაშორისო ასპარეზზე შედეგის იგნორირების ,კმაყოფილების მხოლოდ საქართველოს ჩემპიონობით!...ყოვლად მიუღებელია,რომ თბილისის,,დინამო,, ეძებდეს ფეხბურთელებს ბელგიის და დანიის საშუალო,აუტსაიდერი კლუბებისთვის ,რომ მათ მოამზადონ მერე ,,დიდი,,ფეხბურთისთვის!...ყოვლად მიუღებელია,რომ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ნახევარი ან თუნდაც ერთი სეზონი ,,დინამოს,,ძირითადში თამაშით ,,მოვალეობას იხდიდეს,, ,,დინამოს,,წინაშე,ტრამპლინად იყენებდეს საკუთარი კარიერისთვის!..კეთილი ინებეთ და საკუთარი კარიერის აწყობისთვის ,,სოფლის,,კლუბი გამოიყენეთ,რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არ აქვს წარმატების ამბიცია,ხოლო თბილისის,,დინამოსთვის,,ითამაშეთ,დადეთ შედეგი და მერე ყველა გახარებული ვიქნებით ,თუ თქვენით სოლიდური ევროპული კლუბი დაინტერესდება!... პატარა სლოვენიის,მოლდავეთის,ბელორუსიის კლუბები თამაშობენ ევროტურნირების ჯგუფებში პრაქტიკულად ლეგიონერების გარეშე(მარიბორის და ბატეს ძირითადში ორ-ორი ლეგიონერი იყო),ლიტვის,ლუქსემბურგის კლუბები შვეიცარიის და შოტლანდიის კლუბებს აგდებენ გათამაშებიდან და ნუთუ ასე როგორ დაგივარდათ საკუთარი თავის რწმენა ,რომ გარბიხართ პირველივე შეთავაზებაზე?!..ან სტიმულს მაინც არ გაძლევთ ბატე,მარიბორის ...წარმატებები?...თბილისის ,,დინამოს,,ხემძღვანელობა,მენეჯმეტიც სწორედ ევროტუნირებზე წარმატებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა აკადემიის აღზრდილების ,,მზესუმზირის,,ფასად გაყიდვით და მომავალში უკვე იმ კლუბიდან ახლიდან გადამზადებული ფეხბურთელის ,,გადაყიდვით,,ტრანსფერის წილით ,,ფულის გაკეთებით,,...თვითონ აღზარდეთ სრულად მომზადებულები ,,დიდი,,ფეხბურთისთვის და პირდაპირი ტრანსფერით იხეირეთ სათანადოდ თქვენც,ფეხბურთელმაც..
ზაზა
16 სექტემბერი 2017 13:18
0
Каци кацури
ТароСочи
16 სექტემბერი 2017 13:08
1
ფიფიამ თავისი სამფლობელოდ გადააქცია და ქარვასლას ფუნქციაღა დაუტოვა დინამოს
დათო
16 სექტემბერი 2017 12:25
7
მე არ ვუთვლი ფიფიას როგორ ხარჯავს ფულს საკუთარ ოჯახში,პირად ცხოვრებაში...თბილისის,,დინამო,, საქართველოს სახელით ასპარეზობს,ბრენდია ისტორიით ,1925 წლიდან საქართველოს მოსახლეობა ინახავდა თავისის გადასახადებით და სრული უფლება გვაქვს პასუხი მოვთხოვოთ შედეგებზე!..თუ ეგ ფიფიას არ ესმის,მაშინ თავი გაანებოს კლუბს(საკუთარი შექმნას სხვა სახელწოდებით)...მგონი,როცა ყიდულობდა პასუხისმგებლობაც აიღო და თუ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული ვალდებულება შედეგებზე,მაშინ პასუხია მოსათხოვნი იმასთან,ვინც გადასცა
დიტოს
16 სექტემბერი 2017 14:27
4
თავისი საკუთრებაა და ვის სამფლობელოდ გადააქცევდა? ფულს ის ხარჯავს და ლოგიკურიცაა. შენ რამდენს ახარჯავ დინამოს წელიწადში, პრეტენზია რომ გქონდეს რამეზე?
დიტო
16 სექტემბერი 2017 13:53
4

სიახლეები პოპულარული