21:49 12-09-2017
ევრო 2018. პლეი ოფი: საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთში ფრედ ითამაშა [VIDEO]
AutoSharing Option
ქალაქ დევაში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ავთანდილ ასათიანის შეგირდებმა 2:0 მოიგეს. ანგარიში მე-10 წუთზე ნიკა კურტანიძემ გახსნა, მეორედ კი მასპინძლებს მე-15 წუთზე მურთაზ კაკაბაძემ გაუტანა.
შესვენების შემდეგ 4 წუთში, რუმინელებმა ვალადარეს პერეირას ერთ წუთიან მონაკვეთში შესრულებული დუბლით გაათანაბრეს. დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა.
ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 26 სექტემბერს, თბილისში შედგება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი 2018 წლის კონტინენტის პირველობის ფინალურ სტადიაზე ითამაშებს, რომელსაც სლოვენია უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში ამ შემადგენლობით ითამაშა:
ალექსანდრე ჯამბურია (კ), შოთა თოფურია, რონინიო და სილვა, ნიკა კურტანიძე, ფუმასა.
სათადარიგოები: თორნიკე ბუკია, მურთაზ კაკაბაძე, გიორგი ნიშნიანიძე, ლევან კობაიძე, ირაკლი თოდუა, კახა მაისაია, გია ნიყვაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
რატომ იცით ეს გაბუქებები და თავში ავარდნები ფეხბურთელებიც კითხულობენ სოც. ქსელებს რახდება რა გამოხმაურებებია... კალათბურთელები ამან დაღუპა ზუსტად!
10
3
ამათ 3 უძლიერესი რომ დაემატებათ.... მე მგონი უკვე ევროპაზე ვართ 99,99% ით
4
3
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული