საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგა: "დინამო" სრულად დაკომპლექტდა

AutoSharing Option
სუპერლიგის ჩემპიონ თბილისის "დინამოს" 19 სექტემბერს სერიოზული გამოცდა ელის - ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. პირველ საკვალიფიკაციოში დინამოელთა მეტოქე ესპანური "ხუვენტუდი" იქნება. პირველი მატჩი თბილისში გაიმართება, მეორე, 21 სექტემბერს - ესპანეთში.

- ირაკლი ხოშტარია: ყველაზე რთული მეტოქე გვერგო - ესპანური გუნდი

გუნდები აქტიურად ემზადებიან მოახლოებული მატჩებისთვის. საქართველოს ჩემპიონი გენერალური რეპეტიციისთვის თურქეთს ესტუმრა.

ევრობასკეტის შემდეგ "დინამოს" დაუბრუნდნენ საქართველოს ნაკრების წევრები: მიხეილ ბერიშვილი და ილია ლონდარიძე. მაკედონიიდან ჩამოვიდა გიორგი შარაბიძე, შარშანდელი სეზონის შემდეგ გუნდში დარჩნენ ლევან ფაცაცია, ზურაბ მაჩალაძე, ნოდარ გოგოძე, ლევან გრძელიძე და
გიორგი რევაზაშვილი
.

ლეგიონერებიდან გასული სეზონის შემდეგ არავინ დარჩენილა. ახალწვეულები არიან: ჰარისონ კიელ ტურპინი, ლაველ ლაფრი ბოიდი, ნიკოლა გაჩეშა და მალიკ კორნელ სტორი.

მათგან ორს საქართველოს ჩემპიონატში აქვს ნათამაშები: ნიკოლა გაჩეშა და კაელ ტურპინი "რუსთავის" ღირსებას იცავდნენ. გაჩეშა კარგი მძიმე ფორვარდია, ხოლო ტურპინი - მობილური ცენტრი. გამთამაშებელი საკმარისად ახალგაზრდაა - 23 წლის ბოიდი, ხოლო სტორი ფლანგის მოთამაშეა.

რაც შეეხება "დინამოს" მეტოქე "ხუვენტუდს", ეს კატალონიური გუნდიც სრულად დაკომპლექტდა. ჩემპიონთა ლიგის პარალელურად, ესპანეთის ჩემპიონატისთვის ემზადება და კარგი შემადგენლობაც შეკრიბა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამ გუნდით ესპანეთის პირველობის პლეი-ოფში ადგილი გარანტირებული აქვს. ჩვენთვის მთავარია, ვინ და როგორ ითამაშებს "დინამოს" წინააღმდეგ.

"ხუვენტუდს" ჰყავს ორი ამერიკელი - პატრიკ რიჩარდი და ალექს რუოფი. სასტარტო ცენტრი ჟერომ ჯორდანი ცენტრალური ამერიკიდანაა - იამაიკიდან. ყველაზე სახელიანი ესპანელი სერხი ვიდალია, რომელსაც ეროვნულ ნაკრებშიც აქვს ნათამაშები. იგი 36 წლისაა და "უნიკახადან" გადაიყვანეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
აბა ცქიტიშვილიცო?!..
1962
14:30 14-09-2017
0
ამათ მოგება უნდათ?
aleko
16:15 19-09-2017
0

სიახლეები პოპულარული