"დინამო არენაზე" კაფუსაც ვიხილავთ

AutoSharing Option
"მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" კიდევ ერთი ვარსკვლავი დაემატა, თბილისს ბრაზილიის ნაკრების კაპიტანი კაფუ ეწვევა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ამ სიახლის შესახებ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში განაცხადა.

ბრაზილიელმა მცველმა მსოფლიოს ჩემპიონატი ორჯერ მოიგო: 1994 წელსა და 2002-ში. იყო "მილანის" წევრი 2003 წლიდან 2008 წლამდე და ჩემპიონთა ლიგა 2006/07 წლების სეზონში კახა კალაძესთან ერთად აქვს მოგებული.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 29 სექტემბერს, 21:00 საათზე, "დინამო არენაზე" საქველმოქმედო მატჩს მართავს.

საქველმოქმედო მატჩიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება. "დინამო არენის" სალაროებში ბილეთები უკვე
გაყიდვაშია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული