ფუტსალი: პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოსა და რუმინეთს შორის ფრეა

AutoSharing Option
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის საპასუხო მატჩს რუმინეთის წინააღმდეგ მართავს.

პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 3:3-ია. ნგარიში მეოთხე წუთზე რუმინელებმა გახსნეს, თუმცა ქართველებმა სწრაფადვე უპასუხეს და ორწუთიან მონაკვეთში, მე-6 და მე-7 წუთებზე მეტოქეს ორი გოლი გაუტანეს. თავი ჯერ მურთაზ კაკაბაძემ გამოიჩინა, შემდეგ - არჩილ სებისკვერაძემ. სებისკვერაძემ მე-12 წუთზე შორეული დარტყმით დუბლი გაიფორმა. ერთ წუთში ფერეირამ გაიტანა და ანგარიშში სხვაობა შეამცირა, ტაიმის დასრულებამდე 1 წამით ადრე კი რუმინელებმა კიდევ ერთ გაგვიტანეს.

შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი რუმინეთში ფრედ, 2:2
დასრულდა და დღეს მოგების შემთხვევაში, ისტორიაში პირველად საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
სამწუხაროა რომ დავმარცხდით.მეორე ტაიმში გუნდი უკვე ჩამქრალი გამოვიდა,პირველი ტაიმის ბოლო წამზე გაშვებულმა გოლმა გუნდს ვფიქრობ რწმენა დაუკარგა.რაც ადრე მახსოვს ჩვენს ნაკრებში და იბერიაშიც ბრაზილიელი ლეგიონერები გუნდის ლიდერები იყვნენ ყოველთვის,დღეს კი ეს ვერ ვიხილეთ ჩვენს ნაკრებში.რუმინელებს ჩვენგან განსხვავებით ლეგიონერები ძალიან ძლიერები ჰყავთ და შედეგიც მათ გააკეთეს.
მთლიანობაში გუნდმა ჩემზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.იბერია სტარში ამდენი კვალიფიციური ქართველი ფეხბურთელი ნამდვილად არ გვყავდა.ასე რომ პროგრესი ჩანს და პერსპექტივაც გვაქვს,მთვარია საქმე ასევე გულიანად გაგრძელდეს და წარმატებებიც მოვა.
სოსო
22:31 26-09-2017
0

სიახლეები პოპულარული