უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალომ" "ბურსასპორი" დაამარცხა

AutoSharing Option
დღეს, 27 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა უეფას ახალგაზრდული ლიგის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრაში სტუმრად "ბურსასფორი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ეს ერთადერთი გოლი 26-ე წუთზე ცოტნე კაპანაძემ გაიტანა.

"საბურთალომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: ნასყიდაშვილი, მალი, ხუბაშვილი, ჯინჯოლავა, ლაკვეხელიანი (მათოზაშვილი, 82), ჩოთალიშვილი, ფურცელაძე, კაპანაძე, ივანიაძე (ბუიღლიშვილი, 69), გულიაშვილი (ჯავახიშვილი, 71), კოხრეიძე

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში 18 ოქტომბერს ჩატარდება, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული კი შემდეგ ეტაპზე იასპარეზებს. თუ "საბურთალომ" "ბურსასფორის" ბარიერი გადალახა და იმედია ეს ასე იქნება, ნოემბერში ჰაიფას "მაქაბისა" და "ბროდარაცს"
შორის გამარჯვებულს შეხვდება. ამ გუნდების პირველი თამაში სერბეთში 1:1 დასრულდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
5 ყვითელი ბარათი ბევრია !!!!!!!
მიშა63
10:01 28-09-2017
0
რავა ეს "ბურსასფორი" კაიფობს ქართველებზე დიდებშიც და პატარებშიც. შარშან რაც ყაზახებმა დამართეს ჩვენებს იმის მერე ისევ აფერისტმა ოსმალოებმა გაგვაშაყირეს, უნდათ დაგვაჯერონ თითქოსდა ქართული ფეხბურთი "სწორი" განვითარების გზაზე დგას. თუმცა ამას ძველქართულად "დათვური სამსახური" ქვია. 1.1 ჰქონია თურქების მოგებას თურმე და კი აშენებულან თუ 20-იანი კუში იყომარეს.
................
23:45 27-09-2017
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული