"მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" - გუნდების შემადგენლობა

AutoSharing Option
29 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, საქველმოქმედო მატჩი გაიმართება. შეხვედრა სახელწოდებით "მსოფლიოს ვარსკვლავები საქართველოსთვის" თბილისში, "დინამო არენაზე" 21:00 საათზე დაიწყება, მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს კი ტელეკომპანია "იმედი" წარმოადგენს.

საქველმოქმედო თამაშის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა ბორჯომის ტყის აღდგენას მოხმარდება. მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია TKT.GE-სა და "დინამო არენის" სალაროებში მიმდინარეობს (11:00 საათიდან 21:00 საათის ჩათვლით). შეგახსენებთ, რომ ბილეთი სჭირდება ყველა გულშემატკივარს.

უკვე ცნობილია გუნდების შემადგენლობა, რომლებიც საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას. მათ ოტო რეჰაგელი და ალექსანდრე ჩივაძე უხელმძღვანელებენ.

"GFF XI"
მეკარეები: კრისტიან აბიატი, სებასტიანო როსი
მცველები:
ივან კორდობა, კაფუ, ჯუზეპე ფავალი, ალესანდრო კოსტაკურტა, კახა კალაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, კახაბერ ცხადაძე
ნახევარმცველები: ზვონიმირ ბობანი, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი ქინქლაძე, ლევან კობიაშვილი, გოჩა ჯამარაული, გიორგი დემეტრაძე, ლევან ცქიტიშვილი
თავდამსხმელები: ანდრეი შევჩენკო, ერნან კრესპო, კევინ კურანი, მიხეილ ყაველაშვილი

"მსოფლიოს XI"
მეკარეები: სებასტიან ფრეი, დიდა
მცველები: პაოლო მალდინი, მაურო ტასოტი, მასიმო ოდო, ვინსენ კანდელა, დარიო შიმიჩი, პიეტრო ვიერხოვოდი. ენრიკო ანონი, მიჩელ სალგადო
ნახევარმცველები: ხავიერ ძანეტo, იბრაჰიმ ბა, მასიმო ამბროზინი, დინო ბაჯო, ლუიჯი დი ბიაჯო, მარეკ იანკულოვსკი, ანჯელო დი ლივიო, ბენიტო კარბონე
თავდამსხმელები: რივალდო, ლუკა ტონი, ფრანჩესკო ტოტი, მარკო დელვეკიო

Sportall.Ge

წყარო: http: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამისულაშვილი არის და ყველა დროის საუკეტესო ქართველი ბომბარდირი შ. არველაძე არ არის
mamuka
09:34 29-09-2017
0
ბიჯო არვლაძეების მეხოტპე არსდროს ვიყვაი ფედრაციაში მაგრამ შოთის რას ერჩით რომ არპატიჟებთ ფიგუმ მიიწვია ვარსკვალავების თამაშეზე ჩვენთან რა უბეურებაა ეს ბოგბიანობა.ბოკერიასთან ერთად ზიხართ პარლამენთში კოჰაპიტაციაშ და არ გცხვენიათ და შოთასთან თამაში არ გინდათ იმის გამო რომ მის ძმას დაუდგა?
xoneli
11:59 29-09-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული