შოთა მამინაშვილი - ბოლო წუთები... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია გუნდის მეკარის, შოთა მამინაშვილის სტადიონზე გატარებული ბოლო წუთები.

კლუბი ასევე პოსტს აქვეყნებს, სადაც მისი ბოლო წუთების შესახებ ჰყვება.

"მცხეთაში მოულოდნელად გარდაცვლილი, ს.კ. "ზუგდიდის" მეკარე შოთა მამინაშვილის თემას მთელი საფეხბურთო სფერო ეხმიანება.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდელთა 31 წლის გოლკიპერმა შეხვედრის დაწყებამდე, მოთელვისას გონება დაკარგა და მოულოდნელად გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტიდან ცოტა ხანში "მცხეთა პარკზე", სფფ-ის ხელმძღვანელი პირები მივიდნენ და ერთობლივი გადაწყვეტილებით, დაგეგმილი შეხვედრა გადაიდო.

შოთა მამინაშვილი 1986 წლის 30 აგვისტოს ბათუმში დაიბადა და
31 წლის ასაკში სიცოცხლე მოულოდნელად დაასრულა.

ს.კ. "ზუგდიდი" კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ყველას, ვინც ამ ძნელბედობის ჟამს, ზუგდიდური გუნდის მიმართ თანადგომა და მორალური მხარდაჭერა გამოხატა.

ს.კ. "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა, ადმინისტრაცია, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები, ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ შოთა მამინაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ განსვენებულის ოჯახს".
მკითხველის კომენტარები / 4 /
batumshi sasaflaostan axlos vcxovrob exla moasvenen sacodavi.guli damewva.
ბათუმი
15:54 05-10-2017
0
ღმერთმა სასუფეველი დაუმკვიდროს. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მთელ სამეგრელოს.
ქართლელი
18:50 03-10-2017
1

სიახლეები პოპულარული