შანსი არ არის, არ ავაშენებინებთ! ავტოსადგომი სტადიონის ადგილზე

AutoSharing Option
ბოლო 20 წელიწადში, თბილისში 23 სტადნდარტული და სამჯერ მეტი მინისტადიონი დაიკარგა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი ბოლო დანაკარგი ეგრეთ წოდებული "გეპეის" არენაა, სადაც, არც ისე შორეულ წარსულში, საფეხბურთო კლუბი სეუ (საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი) მოქმედებდა.

მაგრამ ამ სტადიონზე ახლა მხოლოდ საბავშვო ჯგუფების ვარჯიში თუ არის შესაძლებელი. საქმე ისაა, რომ ამ სტანდარტული მოედნის ნაწილზე დიდი "საშვილიშვილო" საქმე გაკეთდა - ხალიჩა აიღეს და ავტოსადგომი მოაწყვეს. ეს უდავოდ ქართული "ნოუ ჰაუა". მსგავსი რამ თავში აზრად კიდევ ვის მოუვა?

დიდი დიღმის მოსახლეობა შიშობს, რომ ასეთივე საფრთხე ელის ამ
დასახლების მეორე და მესამე კვარტლებს შორის მდებარე მოედანსაც ("ვისოლის" სარაგბო ბაზასთან და ველოტრეკთან ახლოს), სადაც ფეხბურთელები, მორაგბეები და, უბრალოდ, სპორტის მოყვარულები ვარჯიშობენ.

"ალბათ, მალე აქაც კორპუსები აშენდება. მთელმა დიდმა დიღომმა იცის, რომ ამ ადგილს თვალი სამშენებლო კომპანიებმა დაადგეს. მაგრამ შანსი არ არის, არ ავაშენებინებთ! მთელი დიდი დიღმის ახალგაზრდობა დავირაზმებით, მსგავსი რამ თუ შევნიშნეთ", - წერს ამ უბნის მაცხოვრებელი არჩილ თაქთაქიშვილი.

ბაჩანა ცხადაძე, ჟურნალისტი:
"მეც ამ დასახლებაში ვცხოვრობ. მორაგბეები სულ აქ ვარჯიშობენ. ამ მოედნის უკან კორპუსებია. ადრე სულ სასეირნო ადგილები იყო. წლების წინ, კორპუსების მშენებლობა დაიწყეს და ნელ-ნელა აქეთ მოიწევენ. ამიტომაც ვშიშობთ, რომ მალე სტადიონის ადგილზეც სახლები აშენდება და მოედნის გარეშე დავრჩებით".

წინასაარჩევნოდ, ყველა გულუხვ დაპირებას იძლევა. ამიტომ დროა, რომ პოლიტიკოსებმა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია: როდის შეჩერდება სტადიონების ნგრევა?

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
დიდი და ბევრი ცლებია გავლილი რაც ვნახე დიდი დიგმის პროეკტი ერტადერტი საუკეტესო დასახლება უნდა კოპილიკო გამცვანებიტ სპორტული კომპლეკსებიტ პეტრიცის კუცჰის მარჯვენა ასასვლელტან განკუტვნილი სპორტული კომპლეკსის ადგილას ეხლახან დამტავრებული კორპუსია სამარცხვინოა ჯიბესჰი პული ცჰაიდო და გააუკმო ის პროეკტები რაც გატვალისცინებულია მოსახლეობისტვის იმას არ იტვალისცინებენ რომ ბევრი კორუსების მსჰენებლობა არა ჯანმრტელობას დაუზიანებს მოსახლეობას არამედ სასჰიჰიც არის ახლო ახლო დ ასჰენებული უნდა გაიტვალისცინოტ როგორც მიცისდვრის ცკალდიდობის და ცეცლის დროს არ იკოს მიუსვლელობა კორპუსებტან გმერტმა გვაცილოს კველას კველაპერი მაგრამ სცორედ უნდა დაცული იკვეს მოსახლეობა აგარც ფაერია და აგარც სილამაზე ხედებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი მე როგორც მოკალაკე უერტდები ცვენ ახალგაზრდობს და კველა იმ ადამიანებს ვისაც სცორედ დაცვა უნდა კალაკის კველა უბანსჰი რატა არასჰენდეს გაუტვალისცინებლად კორპუსები ავტოსადგომები მიტუმეტეს დიდ დიგომსჰი ისეტი კარგი გეგმა იკო სჰემუსჰავებული და სად გააკრეს რომ არ განაახლეს სამცუხაროა პულის კეტების სურვილებიტ კალაკის პროეკტები რაც იკო გატვალისცინებული ნაგავსჰი გადააგდეს
keti
23:17 08-10-2017
0
ყველაზე სასაცილო ამ ფაქტში ის არის რომ ფეხბურთელი კალაძე ამას მხარს უჭერს და არაფეხბურთელი ელისაშვილი კი ხელს უშლის სტადიონებისა და სკვერების ადგილას კორპუსებისა და პარკინგების გაკეთებას ( იმიტომ რომ იცის ეს ქალაქს არ სჭირდება და იცის რეალურად სად და რამდენი სკვერია საჭირო )
ვახტანგი
23:11 07-10-2017
1

სიახლეები პოპულარული