101 მილიონი ლარი?! - რატომ არის გაუმართლებელი ბათუმში 20-ათასიანი სტადიონის აშენება

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" ანგისას ბაზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

კლუბის პრესსამსახურის გავრცელებული ფოტოებიდან ცნობილი გახდა, რომ ხელოვნური მოედნის შემდეგ, ანგისას კომპლექსის მთავარ არენაზე ბუნებრივი საფარის დაგება დაიწყო.

ხელოვნურსაფარიან მოედანზე კი უკვე მეორე კვირაა, ბათუმის "დინამო" ვარჯიშობს...

ბათუმის "დინამო" მომავალი სეზონიდან საშინაო შეხვედრებს საკუთარ ბაზაზე ჩაატარებს, რომელიც 1500 მაყურებელს დაიტევს და ტრიბუნა მხოლოდ ერთ მხარეს იქნება.

წმინდა საფეხბურთო არენის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს და განათების სისტემაც დამონტაჟდება, თამაშები საღამოს რომ ჩატარდეს. ანგისის ბაზას სამშენებლო კომპანია "ენერგოსექტორმშენი" აშენებს.

Sportall.Ge

ერთი საინტერესო ამბავი, რომელიც ბათუმის
"დინამოს" სტადიონის მშენებლობას უკავშირდება.

ბათუმში სტადიონის მშენებლობაზე ტენდერი უკვე ოფიციალურად გამოცხადდა და "ლელო" ამაზე წერდა. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე 20 ათას გულშემატკივარზე გათვლილი სტადიონი უნდა წამოჭიმოს, რომელიც უეფას მე-4 კატეგორიას დააკმაყოფილებს - ამ კატეგორიის სტადიონი კი საქართველოში მხოლოდ თბილისის "დინამო არენაა".

ტენდერში გათვალისწინებული პირობების თანახმად, კომპანიამ სტადიონი 2020 წელს უნდა ჩააბაროს, მანამდე კი ბათუმელები მატჩებს ისევ "რაგბი არენაზე" გამართავენ.

სატენდერო მონაცემებში იყო ციფრი, რომ სტადიონის მშენებლობის ღირებულება 101 მილიონი ლარი დაჯდება და თავიდან ეს შეცდომა გვეგონა. აქამდე იყო დასახელებული 40 მილიონი, 20 მილიონი, მაგრამ 101 - პირველად.

არანაირი შეცდომა - სატენდერო ღირებულება მართლაც 101 მილიონი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ ბათუმის სტადიონის მშენებლობისას აუცილებელი პირობა ტრიბუნების გადახურვა და მეორე სათადარიგო სტადიონის მოწყობაც გახლავთ, რაც იაფფასიანი სიამოვნება ვერ იქნება. მაგრამ 101 მილიონი ლარი მაინც ძალიან დიდი ციფრია.

ბლოგერი ზაზა ახალაია კი თვლის, რომ 20-ათასიანი სტადიონის აშენება საქართველოში გაუმართლებელია.

"ეროვნული ჩემპიონატისთვის აუცილებელია თითოეული მატჩის საჭირო დონეზე "შეფუთვა", სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფერო და შესაბამისი სატელევიზიო სურათი რომ იყოს. 100 მილიონად კი შესაძლებელია 2-3 თანამედროვე სტადიონის აშენება და ეროვნული ჩემპიონატის "სახის" გაუმჯობესება.

არგუმენტად მოჰყავთ, რომ სსრკ-ის დროს ბათუმის "დინამოს" სტადიონზე დასწრება 15-20 ათასი იყო. მაშინ, ფაქტობრივად, სხვა გართობა-სანახაობა არ არსებობდა და უცხო ქვეყნის საფეხბურთო კლუბების თამაშების ხილვის საშუალება არ იყო. თან ბათუმის "დინამოს" კარგი დასწრება ჰქონდა, რადგან სსრკ-ის ჩემპიონატის პირველ ლიგაში სხვა რესპუბლიკის, სხვა ერის კლუბს უპირისპირდებოდა.

20-ათასიანის კიდევ ერთ არგუმენტად მოჰყავთ, რომ ბათუმში ეროვნული ნაკრების თამაშები გაიმართება. ეროვნული გუნდი წელიწადში შინ 3-5 შეხვედრას ატარებს და აქედან შეიძლება ერთი-ორი გადაიტანო. ბათუმის "დინამო" კი სეზონში შინ ეროვნული ჩემპიონატის და თასის მაქსიმუმ 20-25 შეხვედრას ატარებს და ამ მატჩებზე რატომ არ უნდა იყოს საფეხბურთო "ატმოსფერო" ანშლაგით?! ბათუმისთვის 12-13-ათასიანი სტადიონი სრულიად საკმარისი იქნებოდა, ხოლო დაზოგილი თანხით ამდენივე ტევადობის არენა ქუთაისშიც აშენდებოდა (21-ე საუკუნეში ქვეყნის სირცხვილია ქუთაისში არსებული სტადიონი) და თანხა პატარა 3-4-ათასიანისთვისაც დარჩებოდა - 100 მილიონი ლარი სრულიად საკმარისი იქნებოდა და კიდევ დარჩებოდა.

სლოვენიური "მარიბორის" სტადიონი 12-ათასიანია, ბელარუსული ბატე-სი - 13,500-ს იტევს, კიშინიოვში მშვენიერი 10-ათასიანი სტადიონია. ტევადობის განსაზღვრისას მთავარია ეროვნული ჩემპიონატების მატჩებზე საშუალო დასწრება და იქედან გამომდინარე აშენებენ, რომ თითოეულ (!) მატჩზე ანშლაგთან ახლოს იყოს დასწრება სტადიონზე საფეხბურთო ატმოსფეროსა და სატელევიზიო სურათისთვის", - წერს ახალაია.

მკითხველის კომენტარები / 88 /
ისეთი პროექტი უნდა შედგეს სადაც შესაძლებელი იქნება, ჯერ გაკეთდეს მინდორი და დასავლეთის ტრიბუნა 5-7 ათასი კაცის ტევადობით, ისეთი გათვლით, რომ თუ უახლოესი 10-15 წლის განმავლობაში დაიწყო ფეხბურთის არნახული განვითარება და ბათუმის დინამომც დახია ევროლიგაზე მეტოქის ბადეები გატანილი ბურთებით, თუ მაყურებელი ვერ დაიტია ამ აშენებულმა ტრიბუნამ, მაში შესაძლებელი იყოს დამატებით კიდევ ერთი ასეთი ტრიბუნის აშენება უკვე აშენებულის დაუზიანებლად, რაიმე გადაკეთება-გადმოკეთების გარეშე!
aburjga
28 ოქტომბერი 2017 11:55
1
რას ჰქვია საკმარისი იქნებოდა. იქნებ დათვალო და ფაქტები დადო. შენ რომ ხელფასს გიხდიან, მაგით ერთ პროფესორს დაიმატებდა უნივერსისტეტი და შენ სისულელეებს აღარ დაწერდი მარა... 20 000 კაცის ბათუმისთვის არაფერია როგორ ტურისტული ქალაქისათვის სადაც ფეხბურთის გარდა სხვა ღონისძიებებიც ტარედება...
oe
08 ნოემბერი 2017 10:21
0
ratkmainda 20.000 ni unda ashendes. batumi izrdeba da aucilebelia. ertxel gaketdes da nagdi.
mamuka
30 ოქტომბერი 2017 14:30
1
გაივსო ქალაქი ამდენი სტადიონებით.........უფრო სწორად ტენდერებით:)მომავალი არჩევნებისთვის რამე სხვა ტენდერი,რომ მოიფიქროთ არა?ჩვენც გაგვიხარდება სიალე მერე რა,რომ ცარიელი ტენდერია.მაინც სიახლეს სხვა ეფექტი აქ:):)
lasha
28 ოქტომბერი 2017 20:42
2
Amas ra unda ver gavige.titqos stadioni yovel wels shendebodes .aasheneben erts da kargsa da uqneba 1 saukune.stadioni saertod ra ar aris batumshi amaze kiar laparakobs tan ramdeni xani araa stadioni.am stadionze ragbis gundis tamashic sheizleba euroturnirebze da nakrebi saqartvelos marto fexburtshi ar yavs ragbshic gvyavs nakrebi.aseve arian asakobrivi nakrebebi.ase ro xmachaigde da imaze izrune ro martla ashendes eg stadioni da maqsimalurad daitvirtos nakrebis tamashebi iqneba es tu asakobrivi...ragbi iqneba tu fexburti...da tuar mova batumshi 15000 min mayurebeli mere atlikine ena...
Aba heee
28 ოქტომბერი 2017 18:59
4
ერთი რამ ვერ გავიგე - 15 ათას მაყურებელს რად უნდა 20 ათასიანი სტადიონი?
aba hooo
28 ოქტომბერი 2017 23:58
5
მე მომწონს რომ შენდება გრანდიოზული სტადიონი, ეს თან რაღაც საიმიჯოა. ქალაქის იერსახის გასაუმჯობესებლადაც. იქნებ მომავალში კონცერტებიც და ჩემპიონატებიც ჩატარდეს. დინაოს გარდა სხვა სტადიონი არ უნდა იყოს ქვეყანაში? მოლდოვას რას ვუყურებთ, იმათაც უნდათ ალბათ მეტი და უცეთესი სტადიონები
g.b
21 დეკემბერი 2017 19:43
1
ნეტა რა სიკვდილი იცით 101 მილიონი ბევრი თუ ცოტა ასეთ სტადიონისთვი?
პროექტების ღირებულების დათვლას დრო და ცოდნა უნდა და შენ თუ მტერი არ ხარ ყოველივე კარგის ასე უცებ ჰაერში რავა დაითვალე.
კიდევ ერთი ქუთაისი ძველი ქალაქიაო იყოს ძველი ბატონო ვინ გიშლით.
აი პარლამენტი კი აუცილებელია საქართველოს დედაქალაქში უნდა იყოს, ის თუნდაც ხაშური იყოს, მხოლოდ და მხოლოდ დედა ქალაქში.
დათო
02 ნოემბერი 2017 12:45
3
ეხ ავტორჯან ვერც შენი და ვერც ამ ხალხისა ვერაფერი გამიგია, ააშენებ დიდს და კარგს ნამეტანიაო, ააშენებ პატარას და საშუალო დონისას ეს რაააო, ისე რომ დაეტიე შენს ქერქში და მიხვდები, რომ რამდენიმე (10-15) წლის შემდეგ ამხელა სტახდიონი ბათუმისთვის პატარა იქნება და თანაც ბათუმი საერთაშორისო საკურორტო ქალაქია და სტადიონზე ფეხბურთის გარდა სხვა ღონისძიებების გამართვაც შეიძლება.
დათო
11 დეკემბერი 2017 16:26
0
ბათუმი ბოლომდე კურორტი არასდროს ყოფილაო ვინც ამას წერს ალბათ მას არც სასტუმროები პლიაჟები ბოტანიკური ბაღი და დელფინარიუმი ჭირდება ბათუმში.დდ რასარ გაიგებ აქ რო შემოხვალ რა.ტელევიზორში უყურებ ფეხბურთსო კიდე ვინცამას წერს შენ შეიძლება ტელევიზორში გიყვარს ფეხბურთის ყურება შე დალოცვილოდა აპა სტადიონზე რო დადიან მოცლილები კიარ არიან ტელევიზიას სულ სხვა დატვირთვააქ და სტადიონზე მისვლას სულ სხვა.
zaza
03 ნოემბერი 2017 17:36
0
101 მილიონი ბევრიაო,მერე იტყვიან სტადიონი რა საჭიროაო და რა მაინტერესებს როგორ გვინდა განვავითაროთ ერ.ჩემპიონატი? ყანაში ბურთაობით,რომ არ განვითარდება ვხდებით ალბათ. უნდა აშენდეს ესეც და ბევრი სხვაც.სახელმწიფომაც უნდა აშენოს და უფრო სასურველია კერძო ინვესტიცია. ფულის დახარჯვა არ გინდათ და დონის აწევის სურვილი კი გაქვთ. ჩემ.ლიგის თამაშს 3 ტელევიზია აჩვენებს ერთიდაიგივე თამაშს და ეროვნლ ჩემპიონატს საზ.მაუწყებელი და ეხლა ჩაერთო სილკიც. რამდენი ადამიანია ვისაც საქართველოს მსოფლიოზე და ქართული გუნდები რეგულარულად იყვენ თან არიან ისეთებიც ვისაც ფულიც ბევრი აქვთ,მარა კაცისშვილი არ დებს ფულს. დავიჯერო ისლანდიაში უფრო მეტი ტალანტი გაიზრდება ვიდრე ჩვენთან?! არც თქვენ არ ხარჯავთ და სხვა რომ ხარჯავს ისიც გაბოღმიანებთ. ყველა სპორტის სახეობაში უნდა ჩაიდოს ფული და მაგრად მაინტერესებს იგივე ნიუსი რაგბზე რომ ყოფილიყო რას იტყოდით? მე ვფიქრობ არც არაფერს და პირიქითაც იქნებოდა რეაქცია. კიდე ვამბობ ყველა სპორტის სახეობას უნდა მიხედვა მარა გაიძახით რაგბი რაგბიო და გავიყწდებათ ფეხბურთი სხვა დონეზეა და რაგბი სხვა დონეზე. ახალგაზრდების ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან ფიზ მომზადების არქონის გამო წავაგეთ თორე მთელ ტურნირზე უნიჭიერესი თაობა გვყავდა.არ აქვთ ამ ბიჭებს ხელშეწყობა საკუთარ გუნდებში,იმიტო რო გუნდებს ფული არ აქვთ.იძულებულნი არიან წავიდნენ საზღვარგარეთ იქ ნახონ გამოსავალი და ზოგი იკარგება და ესაა პრობლემა.დღეს ალბათ დინამო თბილისს აქვს რაღაც ფინანსები,რომ არ გაუშვას ეს ბიჭები(მადლობა ფიფიას) და ამით საქმეს არ ეშველება.
პ.ს. ეს ერთი და სხვა მრავალი სტადიონი. წარატებები ქართულ ფეხბურთს
shvelaqartulfexburts
30 ოქტომბერი 2017 07:47
3

სიახლეები პოპულარული