"ჯოჯოხეთი ელის ფეხბურთის ფედერაციას" - "ქართული მარში" ლევან კობიაშვილის წინააღმდეგ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გააკეთა და გამოეხმაურა "ქართული მარშის" პრესკონფერენციას.

30 ოქტომბერს, "ქართული მარშის" წარმომადგენლებმა  "პრაიმტაიმის" პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს.

"მარშის" ერთ-ერთი ლიდერის, ლადო სადღობელაშვილის თქმით, სფფ-ის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის ინიციატივით შედგა შეხვედრა სფფ-ის შენობასთან აქციისა და გურამ კაშიას საკითხის განსახილველად, სადაც კობიაშვილი მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

"შეხვედრა შეეხებოდა გურამ კაშიას მოედანზე ლგბტ ფერებში სამკლავურით გამოსვლას. ლევან კობიაშვილი დაგვემუქრა და გვითხრა, რომ წელში გადაგვამტვრევდა. ჩვენ ამის აუდიოჩანაწერი გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ ლევან კობიაშვილი და ფეხბურთის ფედერაციის
მესვეურები ბოდიშს არ მოიხდიან, ხვალ, 20:00 საათამდე, შესაბამის ზომებს მივმართავთ. ფეხბურთის ფედერაციის შენობა ლგბტ ფერებში შეიღებება. ასევე მივმართავთ პროკურატურას, რათა დაიწყოს გამოძიება. ჯოჯოხეთი ელის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას", - განაცხადა ლადო სადღობელაშვილმა.

"მოგესალმებით. სამწუხაროა, რომ მიწევს გამოვეხმაურო "ქართული მარშის" აბსურდულ განცხადებას. განვმარტავ საზოგადოებისთვის, რომ შეხვედრაზე საერთოდ არ იმყოფებოდა ის ოთხი ადამიანი, ვინც დღეს ბრიფინგი გამართა. მე მათ არ ვიცნობ და არასოდეს შევხვედრივარ.
გია კორკოტაშვილთან და სანდრო ბრეგაძესთან შეხვედრაზე, ჩემი მხრიდან მსგავსი ტიპის მუქარა (სიცოცხლის მოსპობა, მუხლების დახვრეტა, მიწაში ჩადება და სხვ.), რასაკვირველია, არ გაჟღერებულა, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები ძალადობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების წინააღმდეგი ნებისმიერი ადამიანის მიმართ.
პატივისცემით, ლევან კობიაშვილი".
მკითხველის კომენტარები / 50 /
ძალიან თავში აუვარდა ერთი კაცის მეგობრობის გამო,კობიაშვილს ყველაფერი,სინამდვილეშუ უწიგნურია..
zaza
15:27 31-10-2017
5
მარში არ ვიცი და არც გვაინტერესენენ მაგრამ კობიაშვილი გამობრძანდეს და ახსნას უაზრო გადწყვეტილებები წარუდგინოს საზოგადოებას ანგარიში მისი მოსვლის მერე გაკეთებულ საქმეებიის არგუმენტირებულად და არა საარჩევნო პიარივით ხოლო რაც შეეხება კაშიას ტრიპაჩობს არ ჭირდება გაპრავება მაგრამ ეგენი სვეტსკობენ და ნამუს გვწმინდავენ ვიღაცეების წინაშე ის კიარ იციან რომ კაშია შეცდა და ესენი უფრო აშავებენ დაიცავი ქართული სული და არ გვჭირდება არავის წინაშე მატრაკვეცობა.
კახა
13:02 31-10-2017
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული