- უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუზავდა
- ვფიქრობ, სტუმრად ფრე ნორმალური შედეგია. პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორიც ჩვენ გვქონდა დაგეგმილი, თუმცა მეორე ნახევარში გამოვასწორეთ მდგომარეობა და მთლიანად ჩვენი უპირატესობით წარიმართა დარჩენილი დრო.
- ცოტნე კაპანაძე და გიორგი გულიაშვილი თადარიგში იყვნენ, არადა, ეს ფეხბურთელები ძირითადის თერთმეტეულად მოიაზრებიან. რით იყო განპირობებული?
- ეს ფეხბურთელები 17-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობდნენ, ორივე მათგანმა სამივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გადაღლილები იყვნენ და დასვენების
- "ბროდარაცზე" რას იტყვით, მეტოქემ როგორი შთაბეჭდილება დატოვა?
- რასაც ველოდი, ის გუნდი იყო. მეტოქე ხისტ და აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. მებრძოლი გუნდია. სერბები გამოირჩევიან ბრძოლისუნარიანობით.
- თბილისში როგორ მატჩს ელით?
- რთული იქნება განმეორებითი შეხვედრა. გავაანალიზებთ დღევანდელ მატჩს, სასურველ ტაქტიკას ავირჩევთ და იმ ფეხბურთის თამაშს ვეცდებით, რასაც ჩვენი კლუბი თამაშობს.
"საბურთალოს" პრესსამსახური