გიორგი კოხრეიძე: განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა გვაქვს

AutoSharing Option
უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე სერბეთის "ბროდარაცთან" მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა გიორგი კოხრეიძემ.
- უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე "საბურთალო" "ბროდარაცს" დაუზავდა

- პირველ ტაიმში ორთაბრძოლები წავაგეთ, ბურთსაც ისე ვერ ვაკონტროლებდით, როგორც ჩვენ გვსურდა. აქედან გამომდინარე, არ იყო სასურველი ტაიმი. მეორე ნახევარში შეიცვალა მდგომარეობა და დარჩენილი 45 წუთი ჩვენი უპირატესობით წარიმართა.

- რა დარიგებები მიიღეთ შესვენებაზე?

- უფრო მეტი აქტიურობისკენ მოგვიწოდეს მწვრთნელებმა. ბურთის სწრაფი მოძრაობა, შეტევებში მეტი აქტიურობა. ამ ყოველივემ შედეგი მეორე ნახევარში გამოიღო.

- მასპინძლები რითი გამოირჩეოდნენ?
- ათლეტურობით, ბრძოლისუნარიანობით. სერბების მატჩის
რამდენიმე ვიდეო ვნახეთ და ზუსტად იმ სტილში ითამაშეს, რა ინფორმაციაც გვქონდა.

- რა განსხვავებები დაინახეთ "ბურსასფორსა" და "ბროდარაცს" შორის?
- "ბურსა" დალაგებულ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობდა, ბევრად გამოცდილი გუნდი იყო. სათამაშო კლასი თურქებს აშკარად ეტყობოდათ.

- შანსებს როგორ შეაფასებთ?
- განმეორებითი მატჩის წინ უპირატესობა გვაქვს, თუმცა თბილისური შეხვედრა უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე სერბეთში ჩატარებული. კარგი შანსი გვაქვს, შემდეგ ეტაპზე გავიდეთ. ვეცდებით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ.

"საბურთალოს" პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
უეფა თუ უხდის შემდეგ ეტაპზე გასულ გულ გუნდს თანხას?
vako
14:10 02-11-2017
0
თურქებთან სახლში გაგიჭირდათ. ყურადღებით იყავით, თავიდან გოლი არ გაუშვათ.
ჰაჰა
14:02 02-11-2017
0

სიახლეები პოპულარული