U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!

AutoSharing Option
დღეს, უეფას ახალგაზრდული ლიგის ფარგლებში "საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი "ბროდარცის" 19-წლამდელებს უმასპინძლებს

მატჩი 18:00 საათზე დაიწყება და გულშემატკივრის ყოფნა სტადიონზე აუცილებლობას წარმოადგენს.

"საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდმა პირველ ეტაპზე ორი მატჩის ჯამში "ბურსასპორი" გამოთიშა და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ხოლო მეორე ტურში სერბები ერგო მეტოქედ, რომელსაც სტუმრად ფრე 1:1 ეთამაშა და დღევანდელი შედეგი გადაწყვეტს, თუ ვინ გახდება პლეი ოფის საგზურის მფლობელი.

აღსანიშნავია, რომ ქართული კლუბები ამ ტურნირზე მესამედ მონაწილეობენ და "საბურთალო" ერთადერთია, რომელიც მეორე ეტაპზე გავიდა და თუ მეტოქეს ტურნირიდან გამოთიშავს, 11 დეკემბერს გაირკვევა
ვის დაუპირისპირდება პლეი ოფში. ხოლო პლეი ოფის მატჩები 2018 წლის 6 ან 7 თებერვალს დაიწყება.

ფეხბურთში არსებობს ესეთი მოსაზრება - მეორე ტაიმში მატჩის ბედს მწვრთნელები წყვეტენო. ახალგაზრდულ გუნდს ნიჭიერი სპეციალისტი, რევაზ გოცირიძე მოძღვრავს და თუ თბილისელთა თამაშს გადავხედავთ საკმაოდ გამართულია და შეთამაშებულია.

თუ თბილისში "საბურთალო" "ბურსასპორთან" აგებდა, მწვრთნელმა ტაბატაძე შემოიყვანა, რომელმაც ანგარიში 1:1 გახადა. იგივე სიტუაცია იყო სერბეთში თბილისელები 0:1 აგებდნენ და მეორე ტაიმში მოედანზე გულიაშვილი ვიხილეთ, რომელმაც საგოლე პასი გააკეთა და სერბეთიდან სასურველი ფრე წამოვიღეთ.

"საბურთალოსა" და "ბროდარაცის" დაპირისპირება მიხეილ მესხის სტადიონზე გაიმართება. ქართველი გულშემატკივარი ბევრჯერ დადგომია ქართულ ფეხბურთს გვერდში და სტადიონზე დიდი რაოდენობით ყოფნა შეგვიძლია.

ჩვენ გაქვს შანსი, მოტივაცია მივცეთ ქართული ფეხბურთის მომავალს და ხელი შევუწყოთ მათ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ბიჭები ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ და სანახაობითაც კმაყოფილი დარჩებით.

სამწუხაროდ დღევანდელ მატჩშიც "საბურთალოს" ლაკვეხელიანი და ბუიღლიშვილი დააკლდებიან.

- რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
Isini axalgaxdebi ar iyvnen batono revaz reebs bodav.is mcvrtneli iyo shenze hkviani da es tqvi shen.
Bato
09:03 23-11-2017
0

სიახლეები პოპულარული