ტური სტარტს 15:00 სთ-ზე, "სტუ-თელასის" და "აფხაზეთის" დაპირისპირებით აიღებს. მოქმედი ჩემპიონი ეცდება, წარმატებული სტარტი განაგრძობს და 100%-იანი ქულათა მარაგი კიდევ სამი ქულით შეივსოს.
პირველი ქულებისთვის იბრძოლებს "წყალტუბო", რომლის მეტოქეც პლეი-ოფში მოხვედრის ერთ-ერთი პრეტენდენტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი იქნება.
"სტუდენტებს" ჯერ ქულაც არ აქვთ, რისი მიზეზიც "აგორასთან" და "თელასთან" გამართული სასტარტო შეხვედრებია, რომელშიც აუტსაიდერებად ნამდვილად არ გამოიუყურებოდნენ. შესაბამისად, ეცდებიან პირველ მოგებასაც გაუსინჯონ გემო. შეხვედრა 17:00 სთ-ზე დაიწყება.
საინტერესო დაპირისპირებაა
ორივე მათგანი პოტენციურად ოთხეულის საგზურის მაძიებლებში მოიაზრება. შესაბამისად, ერთამანეთთან თამაშში მოპოვებულ ქულებს ოქროს ფასი ადევს. მატჩი 19:00 სთ-ზე დაიწყება.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა ვებგვერდ sbm.ge-ს საშუალებით იქნება შესაძლებელი.
რაც შეეხება ტურის ცენტრალურ შეხვედრას, 21:00 სთ-ზე ერთმანეთს ჩემპიონატის ორ ფავორიტი, "აგორა" და "ტატიშვილი" დაუპირისპირდებიან. ორივე მათგანს ორი ტურის შემდეგ ორიდან ორი მოგება აქვს, რაც ამ დაპირისპირებას დამატებით ინტრიგას სძენს. აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა გულშემატკივარს 20:50 სთ-დან "სილკ უნივერსალის" ეთერში შეეძლება.
08.11.2017. ფუტსალის ლიგა. III ტური
15:00 სტუ-თელასი - აფხაზეთი
17:00 წყალტუბო - ბსუ (ბთ)
19:00 კოლხი-გულრიფში - თბილისი
21:00 აგორა - ტატიშვილი
* * *
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: "სოკარი", ტელეკომპანია "SILK", "ნაბეღლავი", იურიდიული ჯგუფი "McGill", "ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი"
მედიაპარტნიორები: რადიოები, "იმედი", JAKO FM, "კომერსანტი", "თანამგზავრი", ვებპორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი "ლელო"
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური