ტარიელ ხეჩიკაშვილი: გულშემატკივარი მზადაა, რომ პირველივე შედეგზე სტადიონს დაუბრუნდეს

AutoSharing Option
ტარიელ ხეჩიკაშვილმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და ბიზნესს უბრუნდება. როგორ აფასებს განვლილ საქმიანობას, რა შეძლო და რა ვერ შეძლო? ამ და სხვა თემებზე ყოფილმა მინისტრმა "ლელოსთან" ინტერვიუში ილაპარაკა...

- ჩვენი ფეხბურთი წლების განმავლობაში ნადგურდებოდა, რის შედეგებსაც ახლა ვიმკით - საერთაშორისო სარბიელზე კლუბების გამოსვლა კრიტიკას ვერ უძლებს, ნაკრები ოფიციალურ მატჩებს ვერ იგებს. ფეხბურთის ფედერაცია დანაღმულ ველზე დადის და არავინ უწყის, როდის და სად აფეთქდება. სანამ ფეხბურთში წარმატებას არ მივაღწევთ, გულშემატკივარს გულში მაინც ხინჯი დარჩება...
- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო
პროგრამის დამტკიცება სწორედ ამით იყო განპირობებული. ამ სფეროს წამოწევას დიდი შრომა და მრავალწლიანი პროგრამის განხორციელება სჭირდება.

ფეხბურთი საქართველოში პირველი სახეობაა და არაერთხელ გამოჩნდა, რომ ხალხს ძალიან უყვარს. პატარა ბიძგიც საკმარისია, ტრიბუნები რომ შეივსოს.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის შეხვედრაზე 25 ათასი მაყურებელი მოვიდა, რამაც უეფას დელეგაცია გააოცა - ასეთი დასწრება ამ ასაკის ჩემპიონატზე არსად დაფიქსირებულა.

გულშემატკივარი მზადაა, რომ პირველივე შედეგზე სტადიონს დაუბრუნდეს. გრძელვადიანი პროექტები სწორედ ამას ემსახურება, რომ ვარდნა შეჩერდეს და ადრე თუ გვიან წინსვლა დავიწყოთ.

- ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ დროთა განმავლობაში ხარვეზები გამოაჩინა...
- ეს ბუნებრივია. შეუძლებელია, რომ რაიმე პროგრამა იდეალური იყოს. კონსტიტუციაზე წლები მუშაობენ და ჩასწორება მასაც სჭირდება. ცხადია, იდეალური ვერც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამა იქნება, მაგრამ მისი კორექტირება პერიოდულად მოხდება და ამაში სამარცხვინო არაფერია.

- მაგალითად, გამოჩნდა, რომ ბევრი კერძო კლუბი სახელმწიფო სახსრებს იყენებს, საკუთარს კი უფრო ნაკლებად აბანდებს...
- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ - ამ პროგრამის ამუშავებამდე ფეხბურთი რჩებოდა კერძო კლუბების მეპატრონეთა გარეშე. ბევრნი არც არიან და დიდი ნაწილი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა.

ნახეთ მაშინდელი განცხადებები - რამე თუ არ შეიცვლება, ფეხბურთში აღარ დავრჩებითო. ამიტომ ეს დროული და საჭირო პროგრამა იყო, რადგან კერძო ინვესტორები უნდა შეგვენარჩუნებინა. მათ გარეშე სპორტს ვერ განვავითარებთ. სხვა საქმეა, რომ პროგრამას დახვეწა სჭირდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 12 /
ეს კაცი ფეხბურთის მინისტრია მარტო, თუ რა ხდება სხვა სახეობებზე რატო არაფერს ეკითხებით? ფეხბურთი მე საერთოდ არ მაინტერესებს მაგალითად
Qar
23 დეკემბერი 2017 09:17
0
ფულის საჭმელად არის ეს სახელმწიფო პროგრამა და მეტი არაფერი. ამ მუქთახორა ფეხბურთელებს თავისი ფედერაციის ჩინოვნიკებიანად ხალხის ფულის ჭამის მეტი არაფერი ეხერხებათ, კარგით რა ვის აყრით ნაცარს თვალში?! ამდენ მილიონებს რომ ყრით წყალში იმის შიშით ვითომ ბიზნესმენები ფეხბურთს ტოვებენო კალათბურთში ან რაგბში არიან საერთოდ მსგავსი მუქთახორა ბიზნესმენები??? შედეგი აქვთ ნაკლები თუ მონდომება აკლიათ რამის? ის ,,გამქცევი" ვითომ ბიზნესმენებიც თქვენ ხართ და ხალხის ფულის მიმთვისებლებიც...
Araferchikebi
23 დეკემბერი 2017 08:31
0
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და ჩეხეთის შეხვედრაზე 25 ათასი მაყურებელი მოვიდა, რამაც უეფას დელეგაცია გააოცა - ასეთი დასწრება ამ ასაკის ჩემპიონატზე არსად დაფიქსირებულა-- ამას ხომ თქვენ წერთ ბ-ნ ტარიელ და იქნებ ისიც გვითხათ რამ შეავსო სტადიონი????? ან იქნებ ფედერაციას ქონდეს ამ კითხვაზე პასუხი?? ამდენი წლის შემდეგ გულშემატკივარმა ძლივს ისევ დაინახა შეკრული, შემართული გუნდი, ტოლი რომ არ დაუდეს ევროპელ თანატოლებს და შედეგმაც არ დააყოვნა. მერე?????? რა უქენით ამ გუნდის მწვრთნელს?? მისი მოტანილი შედეგებით თავს იწონებთ და ის კი გააქციეთ ნაკრებიდან. სად არის ლოგიკა ბატონო ყოფილო მინისტრო???? იცით საერთოდ რა გინდათ?? საზოგადოდ ფეხბურთისთვის თორემ პირად სურვილებში რომ კარგად ხართ ჩამოყალიბებული მაგას კი ვხედავთ.
ირაკლი ჩიქოვანი
23 დეკემბერი 2017 03:07
0
შედეგი არ კმარა. ხასიათი, პიროვნება აკლია ჩვენ "ფეხბურთს".
ანდრი
22 დეკემბერი 2017 20:24
0
გულშემატკივარი მზადაა, რომ პირველივე შედეგზე სტადიონს დაუბრუნდეს,მაგრამ ფეხბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს რომ ფეხბურთი აღარ იყოს საქართველოში. თუნდაც ჩაწყობილი თამაშები რად ღირს, როცა ყველამ იცის რომ თამაში ჩაწყობილია და ფედერაცია სირაქლემას პოზაშია.
giga
22 დეკემბერი 2017 19:39
4
30 telitadia daangrien sakartveloshi fexburti xenchikashvilebma da misnairebma, 50 kazi ar dadis tbilishi fexburtis sakureblad))) imdeni mainz moaxerxos am xenchekashvilma iseti gundi shekmnas evropis ligaze mainz gavides jgufshi, mara amis traki ar aakvt da mainz rom blataoben eg samarxvinoebi...
rezo
22 დეკემბერი 2017 17:17
4
gavaukmot jobia fexburti da mag fulit pensiebi gavuzardot xalxs, tkvengan mainz araferi ar gamova, gvekofa amdeni sirzxvili da dazinva kartvel gulshematkivrebs)
ako
22 დეკემბერი 2017 17:07
2
ფეხბურთი პირველი სახეობა იყო ქვეყანაში მაშინ როდესაც დინამო "დინამოობდა". გუნდურ თამაშებში ფეხბურთი დღეს მხოლოდ მესამე სახეობაა, რაგბის და კალათბურთის შემდეგ (ხოლო, მიღწეული შედეგებით წყალბურთმაც გაუსწრო). პირადად მე რომ ფეხბურთს "შემოვუბრუნდე" მეოთხედსაუკუნოვანი იმედგაცრუების შემდეგ ჩვენმა ფეხბურთმა ალბათ რაღაც განსაკუთრებულ წარმატებებს უნდა მიაღწიოს. ჩემ აზრს არავის თავს არ ვახვევ, მაგრამ ყველას აქვს უფლება თავისი პოზიცია დააფიქსიროს. დადეთ.
S.K.
22 დეკემბერი 2017 16:37
2
- მაგალითად, გამოჩნდა, რომ ბევრი კერძო კლუბი სახელმწიფო სახსრებს იყენებს, საკუთარს კი უფრო ნაკლებად აბანდებს...
- საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ - ამ პროგრამის ამუშავებამდე ფეხბურთი რჩებოდა კერძო კლუბების მეპატრონეთა გარეშე. ბევრნი არც არიან და დიდი ნაწილი ფეხბურთიდან წასვლას აპირებდა.


კი მაგრამ რომ გეთქვათ კერძო კლუბებზე - რამდენსაც ჩვენგან იღებთ იმდენი თქვენც უნდა ჩადოთო? მაშინ რას იზამდნენ? მაინც წავიდოდნენ? თუ წავიდოდნენ ესე იგი ესენი ყოფილან ყველაფერი უბედურების თავიც და ბოლოც,სწორედაც რომ უნდა წასულიყვენენ. ხოლო დარჩენილ საბიუჯეტო კლუბებს მისცემოდა წინადადება რომ 1 წელიწადში გამზადდნენ ყველანი როგორც ერთი საპრივატიზაციოდ.
დღეისათვის კი თქვენი უაზრო პროგრამით საბიუჯეტო ფული იქცა კერძო კლუბების სარჩენ ფონდად + საბიუჯეტო კლებებში მოთავსებული უსაქმურთა დასაქმების წყაროდ. რაა ეს თუ არა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა ?
Jango
22 დეკემბერი 2017 16:36
1
kerzo bizmesmeni ar aris eg kazi? rame shedegi dado saburtalom tu ra...nutu ar grzxveniat vinz xart am kartul fexburtshi, rom erti gundiz ki ver axerxebs 30 telitadia tundaz evropis ligis jgufshi moxvedras, chempionta ligaze saubari araaa(((
qomagi
22 დეკემბერი 2017 16:01
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული