"როცა მეუღლე ცუდად მყავდა, მთელი მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე კვირკველიამ აიღო"

AutoSharing Option
რევაზ ჩელებაძე გახარებულია - ალბათ, ვეღარ ითვლის, იმედი მერამდენე ფეხბურთელმა გაუმართლა. 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელადაც მისი რჩეული, საბა კვირკველია დაასახელეს, რომელიც პატარა ბიჭი იყო, საქართველოში დიდად არ წყალობდნენ.

მაგრამ ვეტერანმა დინამოელმა ხელი მოჰკიდა და რუსეთში წაიყვანა, სადაც საბამ გასაოცარი ნახტომი გააკეთა და 2017 წელი ისეთ მაღალ დონეზე ჩაატარა, ერთი სიმღერის არ იყოს - "მოვა დრო და მოვუყვებით შვილებს".

რევაზ ჩელებაძეს ჯერ საბა კვირკველიაზე ველაპარაკეთ, შემდეგ კი საახალწლო თემასაც "შემოვუსხედით"...

- თქვენი დაკვალიანებული ფეხბურთელი მეორედ გახდა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი.
- ჯანოც
ხომ იყო? საბა საუკეთესოდ მეორედ აღიარეს და უზომოდ მეამაყება, ასეთი წინსვლა რომ მოახერხა. უცხოეთში ბევრი ფეხბურთელი გამიყვანია - მჟავანაძე, ხიზანეიშვილი, ცხონებული აფხაზავა, ლომაია, ამისულაშვილი, ჯანო, მარცვალაძე, იმედაძე, მაგრამ კვირკველია მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეულია, თუ საუკეთესო არა.

ჩემთვის მისი აღიარება ყველაზე კარგი საახალწლო მილოცვა იყო. საბას ბედნიერ ახალ წელს ვუსურვებ და მჯერა, კიდევ უფრო წარმატებული კარიერაც ექნება. ის არა მხოლოდ კარგი ფეხბურთელი, გულიანი ადამიანიცაა და ბევრჯერ გაუკეთებია სიკეთე.

თანადგომა არ დავიწყებია - ეს ბევრს ნიშნავს. როცა მეუღლე ცუდად მყავდა, თვალის დაუხამხამებლად დამიდგა გვერდში და მთელი მკურნალობის ხარჯები საკუთარ თავზე აიღო. ამის დავიწყება შეუძლებელია. სხვათა შორის, მეამაყება, ნათელმირონობა რომ გვაკავშირებს.

- ბოლო დროს ბევრს წერენ, რომ საბას ინგლისის კლუბი იწვევენ...
- ეს მეც ვიცი, ინგლისში მისი შეძენა "ვესტ ბრომვიჩსა" და "ლესტერს" რომ სურთ. მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთეს კლუბებში შეუძლია თამაში - მას იმხელა პოტენციალი გააჩნია, რომ "ლივერპულში", "ჩელსიში", "მანჩესტერსა" და თუნდაც ესპანურ გრანდებში ითამაშებს.

მსგავსი მონდომებული და საქმეზე გადამკვდარი ქართველის ნახვა გაგიჭირდებათ. როდესაც ადამიანი ნიჭს შრომას ამატებს, პლუს გულიანი და პატიოსანია, შედეგიც მოდის. საბას კი დიდი პოტენციალი აქვს.

- ანუ ეს დაინტერესებები რეალურია?
- ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მეც თქვენსავით ვიცი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლეა და არც მიკვირს.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ Lelo.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩელესაგან ყოველთვის რაღაც საინტერესოს და გამორჩეულს ველოდებოდით, მარტო მისი
თერთმეტმეტრიანები რად ღირდა ბურთს რომ ნელა გააგორებდა.
zura
31 დეკემბერი 2017 16:17
0
გილოცავ საბა!... ლოკომოტივის ყველა თამაშს ვუყურებ და ნამდვილად გამორჩეულია დაცვაში. თან რუბინთან უთანხმოება უფრო წაადგა და ძალიან გაზრდილია.პირველი პასის კულტურა დახვეწოს და ბადალი არა ეყოლება...საბა ეგება აგენტად რაიოლა აგეყვანა:)
emigranti
31 დეკემბერი 2017 03:17
0
საბა მართლა კარგი ადამიანია....დოლიძეზე ცხოვრობდა ცოტა ხნით და ერთად გვითამაშია ფეხბურთი....რაც დამამახსოვრდა ეს იყო იაღრესად ზრდილობიანი და წესიერი მოზარდი....მაშინ ზრდილობით ბევრი ვერ დაიკვეხნიდა....თუმცა ვაჟკაციც იყო მახსოვს კარებში ვიდექი და პენალი ავიღე დამრტყმელმა რაღაც ცუდი თქვა მე არ გამიგია საბამ ჩხუბი დაუწყო სხვა უბნელები იყვნენ....ეს ეპიზოდი არასდროს დამავიწყდება ცოტა ხანი მქონდა ამ ბიჭთან ურთიერთობა მაგრამ ნამდვილად კარგი ადამიანი იყო და არის....წარმატებებს გისურვებ მეგობარო...შენ ამის ღირსი ხარ!!!
დათო
31 დეკემბერი 2017 00:28
0
namdvilad kargi bichia saba udaod magari ai esetebs unda gadakvnen agentebi da atamashon karg gundshi saamako kacia !
!!!!!!!!!
30 დეკემბერი 2017 16:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული