ზამთრის თასი 2018-ის პირველი სათამაშო დღე „გ“ ჯგუფის მატჩებით დაიწყო. პლეი-ოფში გასასვლელად ერთმანეთის წინააღმდეგ „სამტრედია“, გორის „დილა“, ბოლნისის „სიონი“ და თბილისის „შევარდენი“ წარსდგნენ. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ბოლნისელები გორელებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებელი ანგარიშით 8:3 დაამარცხეს მეტოქე. ასევე დამაჯერებლად მოიგეს თბილისელებმა, „შევარდენმა“ „სამტრედიას“ ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დედაქალაქელებმა კარგი სტარტის შემდეგ ცუდად იასპარეზეს და „დილასთან“ დაძაბულ ბრძოლაში, ანაგრიშით -
საინტერესო გამოდგა „დ“ ჯგუფის მატჩები. უძლიერესის გამოსავლენად ერთმანეთს „საბურთალო“, „ლოკომოტივი“, „ცხინვალი“ და „მერანი“ დაუპირისპირდნენ. აღნიშნულ ჯგუფში პირველი ადგილი „საბურთალომ“ დაიკავა, მეორე კი, „ლოკომოტივმა“. თბილისურმა კლუბებმა დამაჯერებლად იასპარეზეს დამსახურებულად მოიპოვეს პლეი-ოფის საგზური. ლოკომ პირველი შეხვედრა „მერანს“ მოუგო 9:2, მეორეში კი, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა „ცხინვალს“ აჯობა ანგარიშით - 7:0. საწყის მატჩებში ნაჩვენები თამაშის ხარისხიდან გამომდინარე „ლოკომოტივი“ პირველ ადგილზე გასვლის მთავარ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ „საბურთალომ“ ბოლომდე იბრძოლა და პირველობა არავის დაუთმო. საბურთალოელებმა პირველი მატჩი „ცხინვალთან“ ფრედ 3:3 ითამაშეს, მეორე „მერანს“ 3:0 მოუგეს და დასკვნით შეხვედრაში თბილისურ დერბიში გადაწყვიტეს „დ“ ჯგუფის პირველადგილოსანის ვინაობა. თბილისური დერბი ტრადიციისამებრ საინტერესო გამოდგა და „საბურთალოს“ გამარჯვებით 5:3 დასრულდა.
ჯგუფური ეტაპის დასრულები შემდეგ მეოთხედფინალური მატჩები გაიმართა. პირველ მეოთხედფინალში ბოლნისის „სიონი“ თბილისის „ლოკომოტივის“ დაუპირისპირდა და 2:6 დამარცხდა. ბოლნისელებმა ჯგუფური ეტაპი საკმაოდ დამაჯერებლად ჩაატარეს, თუმცა პლეი-ოფში თბილისელებს წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და ზამთრის თასს გამოეთიშნენ. მეორე მეოთხედფინალურ შეხვედრაში თბილისური დერბი გაიმართა. „საბურთალო“ „შევარდენს“ შეხვედა და დაძაბულ ბრძოლაში 3:5 დამარცხდა. დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე ზამთრის თასის 2018 წლის გათამაშების ნახევარფინალში „ლოკომოტივი“ და „შევარდენი“ იასპარეზებენ. თბილისური გუნდების მეტოქეები 13 იანვარს გამოვლინდებიან, ნახევარფინალური მატჩები კი, 14 იანვარს შედგება.
ზამთრის თასის წლევანდელ გათამაშებაში 14-წლამდე გუნდები პირველად ჩაერთნენ. 12 იანვარს თბილისის ოლიმპიურ სასახლის პატარა დარბაზში "გ" და "დ" ჯგუფების მატჩები გაიმართა. პირველ ნახევარფინალურ შეხვედრას კი, ცენტრალურმა დარბაზმა უმასპინძლა.
„გ“ ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი სამეგრელოს რეგიონულმა ნაკრებმა დაიკავა. სამეგრელომ გამართული სამი მატჩიდან ორი მოიგო და ერთ ფრედ ითამაშა. რაც შეეხება „დ“ ჯგუფს, აქ თბილისის „დინამომ“ სამივე შეხვედრა დამაჯრებლად მოიგო და მოპოვებული 9 ქულით ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
შესაბამისად, ფინალში გასასვლელ მატჩში ერთმანეთს სამეგრელოს რეგიონალური ნაკრები და თბილისის დინამო დაუპირისპირდნენ. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 6:2 დასრულდა და დინამოელები ფინალში იასპარეზებენ.
13 იანვარს 10 საათიდან, თბილისის ოლიმპიურ სასახლის დიდ დარბაზში ზამთრის თასი 2018-ის „ა“ და „ბ“ ჯგუფების მატჩები გაიმართება. პატარა დარბაზში კი, 14-წლამდე ფეხბურთელთა ტურნირი ასევე, „ა“ და „ბ“ ჯგუფების მატჩებით გაგრძელდება.
მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით