ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის საფუძვლის ჩაყრის ცერემონია გაიმართა.

ოფიციალურ ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან ერთად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე კახი კანდელაკი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

სტადიონის გახსნის ცერემონიაზე მიწვეული იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები. ცერემონიაზე შენობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩაეშვა.

საერთაშორისო სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაკვეთით შენდება. მშენებლობის ღირებულება 99 448 408 მილიონი ლარია. სტადიონს ტენდერში
გამარჯვებული სამშენებლო კომპანია "ანაგი" აშენებს.

"ყველას გვიხარია. ბედნიერები და ამაყები ვართ, რადგან ბათუმში ისტორიული პროექტის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა დაიწყო. სულ რაღაც ორ წელიწადში მივიღებთ ახალ სტადიონს და ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს არის ცნობადობის ამაღლება და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა",- განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
როგორც იქნა! ძალიან მაგარიააააა.
ruslani
15:48 21-01-2018
1
ძალიან გასახარი ამბავია!
ლევანი
21:29 21-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული