ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...

AutoSharing Option
ლევან კობიაშვილი ილია კოკაიას განცხადებას სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოეხმაურა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, გადაცემა "სპორტის საათში" "ზესტაფონის" მფლობელმა არა მხოლოდ თავის კლუბზე, არამედ, ზოგადად, ქართულ ფეხბურთზე ილაპარაკა.

"კითხვაზე, მსურს თუ არა დავაფინანსო "ზესტაფონის" დაბრუნება, პირდაპირ ვამბობ, რომ არ მსურს. არავითარი სურვილი არ მაქვს, რა ფორმატშიც იყო შემოთავაზება, კლუბი საქართველოს ჩემპიონატში დავაბრუნო.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩემპიონატში რეფორმებს ველოდით, დღეს ამას ვერ ვხედავ", - თქვა ხსენებულ გადაცემაში კოკაიამ, რომელიც ფედერაციის დღევანდელ ხელმძღვანელობას დაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

"საჭიროდ ჩავთვალე, რომ ამ საკითხებზე
საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ჩემი აზრიც გამეცნო, - ამბობს კობიაშვილი. - ვადასტურებ, რომ კოკაიას რამდენიმე დღის წინ შევხვდი და ვუთხარი, დაეფიქსირებინა ის სიმართლე, რასაც ფიქრობდა.

დღეს ეს მან გააკეთა "რუსთავი 2-ის" ეთერში. ასევე, ყველამ გაიგო, რომ ჩვენ, და პირადად მე, მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ კლუბი დაბრუნებულიყო. ეს პირველად არ გავაკეთეთ, წელიწად-ნახევრის წინაც შევთავაზეთ, რაზეც მაშინაც და ახლაც უარი მივიღეთ. საბოლოოდ, გავიგეთ, რომ მას "ზესტაფონის" ჩემპიონატში დაბრუნება არ სურს", - ამბობს კობიაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი "ზესტაფონის" მეპატრონის სხვა ბრალდებებსაც გამოეხმაურა:

"ამ თემის მიღმა კოკაიამ, ზოგადად, ქართული ფეხბურთის მდგომარეობაზე ილაპარაკა, თუ რა საშინელება ხდება, კატასტროფაა, სიბინძურე და ასე შემდეგ. მინდა, მასაც ვურჩიო და კლუბ "ზესტაფონსაც" - თუ მართლა ასე ფიქრობენ, სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ ის ორგანიზაცია, სადაც ასეთი საშინელებები ხდება.

სხვა შემთხვევაში, თავად ამ სიბინძურის ავტორები და თანამონაწილეები ისინიც არიან. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ მე ვურჩევ კოკაიას, ქართული ფეხბურთის წინაშე ბოდიში მოიხადოს. ასევე, ვთხოვ დააფიქსირონ პოზიცია "ზესტაფონის" გულშემატკივრებმა - ეთანხმებიან თუ არა ილია კოკაიას მოსაზრებას".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 27 /
კობიაშვილს არც ფეხბურთისთვის სცალია და არც პარლამენტისთვის,უზარმაზარ ბინა-სასახლეს იშენებს აბაშიძეზე და აცალეთ! რა დროს ფეხბურთია!?...
თენგო
02 თებერვალი 2018 20:57
0
მიუხედავად კობისადმი, როგორც ფეხბურთელისადმი ჩემი ძალიან დადებითი დამოკიდებულებისა, მისი ეს კომენტარი კოკაიას მისამართით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. რას ქვია "სასწრაფოდ მიიღონ გადაწყვეტილება და დატოვონ ის ორგანიზაცია". რა გამოდის, თუ რომელიმე გუნდის წარმომადგენელმა გააკრიტიკა ან თუნდაც ბრალი წაუყენა ფეხბურთის ფედერაციას რაიმე საკითხზე, ეს ორგანიზაცია უნდა დატოვოს!!!! ის ხომ ჯობდა არგუმენირებული პასუხი გაეცა კობის "მბრალდებელი"-სათვის! მე მგონი ჯობდა. ასეთ მიდგომას, არანაირი კავშირი არა აქვს მენეჯმენტთან.
gogi menabde
30 იანვარი 2018 12:35
0
წარმომადგენლის გაშვება ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადგილზე, ესაა კანონით გარანტირებული უფლება. ქონებას აფორმებს ხალხი წარმომადგენლის მეშვეობით. ესეიგი ფედერაციაში სრული უკანონობა და უ ვ ი ც ო ბ ა სუფევს.
idea
30 იანვარი 2018 10:40
1
თქვენი ნამუშევარი ,,აბანოში" ჩანს, 17 წლამდელების 1-8 წაგება ბელორუსთან მაგის მაგალითია, გახრწნილია ჩვენი ფეხბურთი, უკვე მომავალი და პერსპექტიულებიც აღარ გვყავს. ნება არ არი ქვეყანაში ამ სიბინძურის გაწმენდის. არც ნებაა და არც უნარი! ხოდა მივექანებით უკან 90-იანებისკენ!
bs
30 იანვარი 2018 09:54
0
მემგონი მაქვს უფლება მქონდეს განსხვავებული აზრი და კობიაშვილი როგორც ფეხბურთელი არ მახსოვდეს. ერთადერთი რაც მახსოვს ეს არის მისი გოლი ხორვატისთან თუ შოტლანდიასთან. მითუმეტეს ლევან კობიაშვილს როგორც ფედერაციის პრეზიდენტს არ ვიცნობ, რა აქვს გაკეთებული მითხრას ვინმემ რა, ზედიზედ მესამე წელია ქართული კლუბები პირველ ჯგუფურ ეტაპსაც ვერ ლახავენ. ძლივს კახა ცხადაძე კარგი მწვრთნელი ჩაუდგა გუნდს სათავეში და ისიც მოტეხეს, იმიტომ რომ თურმე ლევან კობიაშვილმა მასთან საერთო ენა ვერ გამონახა! კობიაშვილი უნდა წავიდეს ფედერაციიდან იმ თავის ძმაბიჭებთან ერთად
ირაკლ
29 იანვარი 2018 22:02
5
ვეთანხმები კოკაიას. ვაფიქსირებ პოზიციას. და უამრავი ადამიანიც ამ აზრზე. ეს გინდოდათ? ხოდა მიიღეთ ,,პოზიცია".
Levani
29 იანვარი 2018 21:45
2
ლინკებიდან კოკაია 100 %-ით მართალია. რა ხდება კობი. არ სჯობდა გაჩუმებულიყავი. თუ მთავრობის ელფერი დაგედო.
გულშემატკივარი.
29 იანვარი 2018 20:26
3
რამდენიც არ უნდა ვიძახოთ ''კობი წადი'' ხომ იცით არ წავა ასე იყო ახალკაცის დროს ასე იყო სიჭინავას დროს ამოეწურებათ ვადა და წავლენ კმაყოფილი არანაირი სინანულის გრძნობა ანდა რა უნდა ანაღვლებდეთ კარგი სვეს კარგი ჭამეს და იგულავეს მერე კი წავლენ ქარტული ფეხბურტის გულშემატკივარი სულ არ ადარდებთ. მოვლენ იტყვიან "წინამორბედმა დააშავა და ნოლიდან ვიწყებთ" და ისევ ნოლზე და მინუსებზე ტოვებენ ყელაფერსსს მეტის ღირსი ვართ .......
gujaa
29 იანვარი 2018 20:21
1
კოკაიას ბრალი ყოფილა თურმე ყველაფერი.რამ გაგაბოროტათ და გაგაღორათ ასე,რით ვერ გაძეღით ამ ფულით.
dato
29 იანვარი 2018 17:06
9
ყოველთვის ვხვდებოდი რომ გონებრივი შესაძლებლობები ამ კაცის არ იყო იმ დონეზე რომ რაიმე დიდისთვის მიეხწია, უეფა ყოველ ტურში რო უგზავნიდა ჩაწყობილი თამაშების სიებს რომელი გამოიძია? ვინა დასჯილი? ახლა არის ბარდაგი ფედერაცია კი მაყუთს ჭუჭნის და ხმას არ იღებს, ასე დაბალი დონის ფეხბურთი შევარდნაძის დროსაც კი არ იყო, ყველამ იცის ვის უნდა მიცეს თამასები , ვინ გადაიხდის ფულს და არის მოედნებზე ბურთის უაზრო გორავი,
იმერელი
29 იანვარი 2018 16:45
10
პატივცემულო!!! შენ თუ იცი წინასწარ ანგარიშები და ის ვინ ვის უნდა მისცეს, ბრძანე წინასწარ... თუ არა და შეეშვი ჭორაობას... ცნობისათვის, შევარდნაძის დროს, "დინამო" თბილისი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი იყო...
tngh
29 იანვარი 2018 17:10
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული