მარტვილში საფეხბურთო სკოლა გაიხსნა [PHOTO]

AutoSharing Option
მარტვილის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის საწვრთნელი ბაზა და ხელოვნურსაფარიანი მოედანი საზეიმოდ გაიხსნა.

საფეხბურთო სკოლის ბაზის გახსნასთან ერთად, დღეს საფუძველი ჩაეყარა "დინამოსთან" თანამშრომლობას. საფეხბურთო სკოლასთან ერთად ფუნქციონირებას დაიწყებს "დინამო თბილისის" აკადემია.

გახსნის ღონისძიებას კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გრიგალავა, მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარი დეპუტატი ოთარ დანელია, ვეტერანი ფეხბურთელები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მარტვილის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია შეიქმნა სპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ფეხბურთის ფედერაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რამდენიმეწლიანი მუშაობის შედეგად.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა მუნიციპალიური განვითარების ფონდის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით. სამუშაობზე სულ 2,2 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

2018 წელს აკადემია მოამზადებს 180 ბავშვს. მარტვილის საფეხბურთო აკადემიით უკვე დაინტერესდა თბილისის "დინამო", რომელიც წლეულს 110 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს 5 ასაკობრივ ჯგუფზე.

საფეხბურთო სკოლის ბაზის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობდა.

შენობის გადახურვის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტით 183 817 ლარით დაფინანსდა. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით, ევროპის საინვესტიციო ბანკმა ბაზის რეკონსტრუქცია 728 000 ლარით, ხოლო ხელოვნურსაფარიანი მოედნის მშენებლობა 1 230 836 ლარით დააფინანსა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხალხნო, გაიხსნა, ხომ არ დაიკეტა. არანაირი სიხარული გაგმოხატველი კომენტარი, რა უბედურებაა, რა გჭირთ, რამ გაგაბოროტათ ასე ძალიან, მხოლოდ მარცხს და ფეხისდაცდენას რომ უცდით გამოხვიდეთ და მერე წეროთ გესლიანი აზრები. არადა ასეთი კარგი სკოლა კაი ხანია არ აშენებულა, გილოცავთ, გილოცავთ გილოცავთ
dave
10:08 30-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული