კახა ცხადაძე: საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ azerisport.com-თან ინტერვიუში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ამბიციურ აზერბაიჯანულ კლუბში მუშაობას ისურვებდა. გარდა ამისა, ცხადაძემ საქართველოს ნაკრებიდან წამოსვლის პერიოდზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას საქმიანობთ ამჟამად და რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
- ჯერ არ ვმუშაობ. თურქეთში ვიყავი, "ამკარის" მთავარ მწვრთნელ გაჯი გაჯიევს შევხვდი. სამწვრთნელო პროცესს ვარკვირდებოდი, ვესაუბრებოდი სპეციალისტს. პრაქტიკებს ვაგრძელებ, რომ ტონუსში ვიყო. შეთავაზებები კი არ მაქვს.

- "კეშლაში" (რედ: ყოფილი ბაქოს "ინტერი") სტაბილურად მუშაობდით, თუმცა შემდეგ საქართველოს ნაკრებსა და
"ქაირათში" საქმეები ვერ აგეწყოთ...

- ყველამ იცით, რა მოხდა საქართველოს ნაკრებში. ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა ჩემთან მუშაობა არ ისურვა. მისი გუნდი მე მათიანად არ მთვლიდა. რაც შეეხება ყაზახეთს, ვერ ვიტყვი, რომ იქ საქმეები არ წამივიდა. ჩემი ხელმძღვანელობით გუნდმა 67 მატჩში 47 მოგება მოიპოვა, თუ არ ვცდები, მხოლოდ 6 შეხვედრაში დავმარცხდით და ასევე მოვიგეთ ყაზახეთის სუპერთასი.

გუნდი გავიდა ფინალში, მაგრამ მაგ დროისთვის უკვე არ ვიყავი გუნდში. სასტარტო 4 ტურის შემდეგ გუნდს მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა, თუმცა ჩემი მოსვლის შემდეგ "ქაირათმა" საბოლოოდ ჩემპიონატი მეორე ადგილზე დაასრულა.

ამ კლუბში ყველაფერი კარგად მქონდა, მაგრამ კლუბის პრეზიდენტთან თავიდანვე შევთანხმდით, რომ გუნდი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა გამეყვანა. ამის მიღწევა ვერ შევძელით.

- დაბრუნდებოდით აზერბაიჯანის პრემიერლიგაში?
- თუ ასეთი წინადადება იქნება. ბუნებრივია, ვისურვებდი ისეთი გუნდის გაწვრთნას, რომელსაც მაქსიმალური ამოცანები ექნება. ჩემთვის ყოველთვის იყო საინტერესო ამბიციურ კლუბში მუშაობა.

- ერთი პერიოდი "კეშლასა" და საქართველოს ნაკრებში ერთდროულად მუშაობდით. ანალოგიურად იქცევა ახლა გურბან გურბანოვი. გაუჭირდება?
- როცა ნაკრებში მივედი, გუნდს შესარჩევ ეტაპზე შანსები უკვე აღარ ჰქონდა. ძალიან რთულია, ორი თანამდებობა შეათავსო. გურბანოვს ერთი უპირატესობა ექნება - მას ყველა დაეხმარება. ჩემს შემთხვევაში ასე არ იყო. საქართველოს ფედერაცია ზურგს უკან ძირს მითხრიდა.

წყარო: azerisport.com
მკითხველის კომენტარები / 14 /
მაგის მჯერა რომ ეს მაფიოზები ძირს უთხრიდნენ მაგრამ შვილი არ უნდა მიგეყვანა ნაკრებში კახა
dato
16:57 06-02-2018
5
კიდევ ერთი დასტური, რომ მხოლოდ პირადი ამბიციების დაკმაყოფილება აინტერესებს ფედერაციის შეფებს
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული