რევაზ ძოძუაშვილი: ქართველებს ფეხბურთის სამყარო ომს გვიცხადებს

AutoSharing Option
ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი რეზო ძოძუაშვილი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში მენეჯერ-სელექციონერად მუშაობს.

ის ასევე სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიცაა. საინტერესოა, რას ფიქრობს ძოძუაშვილი ქართული ფეხბურთის პრობლემებზე, რა უნდა შეიცვალოს და ვინ არის დამნაშავე ქართულ ფეხბურთში.

Sportall.ge ძოძუაშვილს დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა.

- რას საქმიანობთ ამჟამად?
- რამდენიმე ხნის წინ დავიწყე მუშაობა ფეხბურთის ფედერაციაში, როგორც მენეჯერ-სელექციონერმა. ასევე ვარ სოხუმის "დინამოს" კონსულტანტიც. ჩემი მოღვაწეობა ყოველთვის იყო ფეხბურთი და დღესაც ასეა. მთლიანად ფეხბურთში ვარ ჩაფლული.

- დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რას იტყოდით?..
- ფეხბურთი ისეთი სპორტია,
რაც უნდა კარგი გააკეთო, ყოველთვის უკეთესი გინდა. ჩემი აზრით, ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე აწეული და ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ მწვერვალები არ დავიპყროთ. იმიტომ, რომ ამის პრაქტიკა გვქონდა, ეს გამოვლილი გვაქვს და არაერთი ფეხბურთელი იყო თბილისის "დინამოში", რომელიც ხვდებოდა საბჭოთა კავშირის ნაკრებში - წარმოიდგინეთ, 16 ქვეყნის წარმომადგენლებიდან ხვდებოდნენ ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები საბჭოთა ნაკრებში.

ამიტომ მინდა გითხრათ, რომ წინ წასვლის საშუალება გვაქვს, ყველანაირად ხელშეწყობილნი ვართ ღმერთისგან და ჩვენ იმის უფლება არ გვაქვს, რომ ცუდი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩვენ ვალდებულნი ვართ ყველა, მივხედოთ ქართულ ფეხბურთს და ეს ქართული ფეხბურთი რაც შეიძლება მაღალ დონეზე ავწიოთ.

- თქვენი აზრით, ვინ არის დამნაშავე იმაში, რომ ქართული ფეხბურთი მძიმე მდგომარეობაშია და როგორც კლუბები, ისე ნაკრები, წარმატებას ვერ აღწევენ?
- ფეხბურთში ძალიან დიდი ფული ტრიალებს, ფეხბურთი ძალიან დიდი ბიზნესი და სიმდიდრეა. ამ საუკუნეში, როგორც ფეხბურთელები, ისე მწვრთნელები, ლამის მილიარდებს გამოიმუშავებენ. ამიტომ, როდესაც დაინახეს, რომ ქართველებს შეუძლიათ ეს მილიონერები გაზარდონ, ამიტომ გამოგვიცხადეს სპორტული დიპლომატიური ომი. მდიდარი ქვეყნები ვინც არიან, ჩვენ არ ვჭირდებით, იმიტომ, რომ პატარა სახელმწიფო ვართ. იმის გამო, რომ საქართველოში დიდი ფული არ შემოვიდეს, ფეხბურთის სამყარო გვიცხადებს ომს. ამ ომში რომ გავიმარჯვოთ, ამისთვის მაგარი მთავარსარდალი გვჭირდება.

- რა უნდა მოხდეს, თქვენი აზრით, რომ ქართული ფეხბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს?
- საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ.

ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო.

აი, მაგალითად, დღეს შესანიშნავი შედეგები აჩვენა რაგბიმ. ერთ დროს რა სიძლიერეც ქართულ ფეხბურთს ჰქონდა, გადავიდა რაგბიში. პირობები უნდა შეიქმნას. ახლა წარმოიდგინეთ - კაცი გადიხარ საომრად, შენ სუფთა ხელები გაქვს და ის ხანჯლით მოდის. აი, ასეა დღეს, სუფთა ხელებით ვართ ჩვენ და ვინც ფარით და ხანჯლით გვეომება, ვის უნდა მოვუგოთ?!

- საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე რას იტყოდით?..
- ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ.
მკითხველის კომენტარები / 70 /
რამდენიმე წლის წინ ძოძუაშვილის და სხვა ვეტერანების ბჟუტურს პასუხი გასცა ჩვენმა გულშემატკივარმა და კარგის მსურველმა,ჰოლანდიელმა ბოსკამპმა,გაიხსენეთ მისი დიდებული სიტყვები,ქართული მენტალიტეტი უდრის დებილს,ეს სიტყვები,როგორც არასდროს დღესაც აქტუალურია.გაუმარჯოს დიდ ბოსკამპს.
roma
10 თებერვალი 2018 10:51
5
ერთერთი ყველაზე კორუმპირებული
N
10 თებერვალი 2018 08:21
3
კარგი სადღეგრძელო იყო....
Lasha
09 თებერვალი 2018 22:27
3
რეზოს შექმნილია 90 წლების ერთEრთი საუკეტესო დინამო.და ეგ სიმართLეა
lasha
09 თებერვალი 2018 21:20
7
ქართული ფეხბურთის პრობლემა ისაა, რომ მაღალი კვალიფიკაციის ქართველ მწვრთნელებს სათანადო ანაზღაურებას არ სთავაზობენ საქართველოში, რის გამოც ისეთ ქვეყნებში მიდიან სამუშაოდ სადაც მაღალი ანაზღაურებაა, მაგალათიდ, მინაშვილი, რომელსაც სამწვრთნელო განათლება ინგლისში აქვს მიღებული ამჟამად ჩინეთი წვრთნის გუნდს, არველაძე უზბეკეთშია და ა.შ. დავაბურუნოთ ეს მწვრთნელები საქართველოში, ჩავაბაროთ ახალგაზრდული გუნდები და გაზრდიან ვარსკვლავებს.
ვახტანგი
09 თებერვალი 2018 20:47
8
საიტერესოა ბატონებს, რატომ მოეჩვენათ, რომ ბატონი რეზო ფედერაციის დამსახურებად თვლის ბუნებისგან ნაბოძებ სიკეთეებს ''ბუნება გვეუბნება: აა, ძმაო, ბალახი, აა, თქვენ კაი წყალი, აა, თქვენ მზე, აა, თქვენ ყველანაირი სიტუაციაო და ადექით და ითამაშეთო''. დანარჩენში ის ამბობს, რომ ფეხბურთში დიდი ფული ტრიალებს და იქ უფულოდ ვერ შევალთო, რომელი თქვენგანი არ ამბობს, რომ საჭიროა კლუბები გაიყიდოს და ბიზნესმა ფული ჩადოსო? დანარჩენ ინტერვიუში ბატონი რეზო აკეთებს ჩამონათვალს რაა საჭირო ფეხბურთის განსავითარებლად ''საქართველოში უნდა გამოჩნდეს ის ბიზნესი და ისეთი პირობები, რომ დღევანდელ ფეხბურთის დინებას კონკურენცია მიეცეს. უნდა იყოს თითოეულ უბანში კარგი სტადიონი, უნდა იყოს ფიზმომზადების კარგი დარბაზები... ამასთან ერთად, ყველა სტადიონზე უნდა იყოს მძლეოსნობის მოედნები. ახალგაზრდა რომ შევა სტადიონზე, მას ყველაფერი უნდა იტაცებდეს. ამ შემთხვევაში გვექნება კარგი სიტუაცია იმისა, რომ კარგი ფეხბურთელები გაიზარდონ''. აქ სად ჩანს, რომ ის ფედერაციას აქებს არიქა ქართული ფეხბურთი ააყვავაო? იქნებ იმას უწუნებთ ბატონებო, რომ ბატონი ამბობს '' - ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ნაკრების დონე მაღალ დონეზე ავწიოთ. ამაში ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტროც ჩართულია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთა ლიგის ჯგუფში, რომ პირველი ადგილი დავიკავოთ. ამისათვის ძველი პრაქტიკაც უნდა გამოვიყენოთ და ახალი გეგმებიც შევიმუშავოთ''. ბუნებრივია მუშაობენ ამ საკითხზე, იმიტომ რომ ეს მათი პირდაპირი მოვალეობაა. მაინც მგონია ბატონებო კარგი იქნება, ინტერვიუ კარგად წავიკითხოთ და კომენტარები ისე გავაკეთოთ. ჩვენი ფეხბურთის დიდ ფულთან მიშვება, რომ არ სურთ(თუნდაც გაიხსენეთ ბაიერნის მესვეურების გამონათქვამები საჯაროდ) ამაზე კამათი მგონი არ ღირს.
გაიოზი
09 თებერვალი 2018 18:01
6
ბევრჯერ აქ რეზოს ფეხბურტში დამტკიცებილი ძალიან დიდ დონეზე, როგოც ფეხბურტელს ისე ტრენერს.
merabi
09 თებერვალი 2018 17:39
9
ჯიგარი ხარ მიხიჩ
zaza
09 თებერვალი 2018 17:28
8
მამია გოგორელიანს
ქეცბაიამ ეგ "დასკვნა" თავისი მწვრთნელობის მეორე წელსვე დადო. თუმცა მას მერე კიდევ სამი წელი ხელმძღვანელობდა ნაკრებს, ალბათ ხელოვნურ სუნთქვებს უტარებდა DDD
ისე კი, მკვდარს რომ ამდენი ხანი ხელოვნურ სუნთქვას უტარებ, ან სულელი უნდა იყო ან აფერისტი DDDDDDDD
korben dallas
09 თებერვალი 2018 17:12
2
რა მოგივიდათ ხალხნო. რა დააშავა ასეთი ამ ადამიანმა და ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა საქართველოს უახლოეს ისტორიაში, ერთი შეცდომა რომ აღარ აპატიოთ!!! მიხვალთ თქვენც მის ასაკამდე და ვნახავთ როგორ იაზროვნებთ. შენ კიდე ჩემო რეზო, როცა საჯაროდ რაიმეს აქვეყნებ, ან ცოტა დაუკვირდით ან სრულიად ფხიზელზე მიეცით ინტერვიუ. იმის თქმა როგორ შეიძლებოდა, საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოთამაშე ქართველი და არა მარტო ქართველი ფეხბურთელი, თურმე სხვა ქვეყნიდან ყოფილან.
gela
09 თებერვალი 2018 16:51
3
რა დააშავა ძოძუაშვილმა? ფულის საკეთებელ დაზგად რომ ჰქონდა გადაქცეული ფეხბურთი ის დააშავა. ნაკრებში უნიჭო ხალხი რომ შეყარა რომ პადიომნიდან წილები აეღო ის დააშავა, 44-ე წუთზე რომ ცვლიდა ფეხბურთელს ყოველ ტურში და აზიური ტოტალიზატორიდან ფულს იღებდა ის დააშავა. ძალიან დიდი სია გამოვა რომ გავაგრძელო
სახელი
09 თებერვალი 2018 17:23
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული