კახა ცხადაძე: თუ ყაზახეთის ნაკრები მომმართავს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს კახა ცხადაძეს ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა ყაზახურმა სპორტულმა პორტალმა sports.kz-მ, რომლის ამონარიდსაც გთავაზობთ.

- კახაბერ ჯუმბერის ძევ, როგორაა თქვენი საქმეები? ამჟამად რით ხართ დაკავებული? თქვენი შემოქმედებითი შვებულება ძალიან გაგრძელდა, თავად როგორ თვლით?
- ჯერჯერობით სახლში ვარ. სასურველ წინადადებას ველი. მე ყოველთვის ამბიციურ გუნდებში ვმუშაობდი, რომლებიც მაღალ მიზნებს ისახავდნენ ანუ ჩემპიონობისთვის იბრძოდნენ. პრინციპში, შვებულება ამიტომ გამიგრძელდა.

- ყაზახეთში ჯერაც განიხილავენ ერთა ლიგის კენჭისყრას, სადაც საქართველოსა და ყაზახეთის გუნდები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. რას ფიქრობთ ამის შესახებ? ვის თვლით ფავორიტად?

-  პრინციპში, ჩვენს ჯგუფში წილისყრა ყველა გუნდისთვის მკაცრი იყო, რადგან ჩემის აზრით, ეს D ლიგაზე ყველაზე ძლიერი ჯგუფია. ამ ჯგუფიდან გასვლა ძნელია, რადგან შესანიშნავად ვიცი საქართველოს ეროვნული გუნდის პოტენციალი, რომელსაც ადრე ვწვრთნიდი და შესანიშნავად ვიცი ყაზახეთის ნაკრების შესაძლებლობები.

ფავოროტები რა თქმა უნდა, საქართველო და ყაზახეთია. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მწვრთნელებზე, რომლებმაც თავიანთი შეგირდების პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ. იმავე ლატვიასთან და ანდორასთან რთული გასვლითი მატჩები იქნება.

- ჯერჯერობით ჩვენს ნაკრებს მწვრთნელი არა ჰყავს. თქვენნაირი სპეციალისტი დიდი იშვიათობაა. ჩვენს ფეხბურთს შესანიშნავად იცნობთ. საკუთარი თავი ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელად არ წარმოგიდგენიათ? მზად ხართ ჩაუდგეთ ჩვენს გუნდს სათავეში და მშობლიური ქვეყნის ნაკრებს დაუპირისპირდეთ?
- უკვე ვთქვი, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი თავის განკარგულებაში მყოფ ფეხბურთელებს კარგად იცნობდეს. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის დიდი პატივი და თავის წარმოჩენის საშუალება იქნებოდა. უდავოა, მე ჩემი პლუსები მაქვს - შესანიშნავად ვიცნობ საქართველოს ნაკრების როგორც გუნდის და ცალკეული ფეხბურთელების პოტენციალს. იგივეს ვიტყვი თქვენს გუნდზეც. დიდ სირთულეს აქ სამუშაოდ ვერ ვხედავ.

ეს ნებისმიერ შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის გადასაწყვეტია, თუმცა ვფიქრობ, ამ პოსტზე მთავარი კანდიდატი მაინც სტანიმირ სტოილოვი იქნება, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო. ვფიქრობ, ამ აზრისაა ყაზახეთში ყოველი მეორე გულშემატკივარი, თუ ყველა არა. პირველი კანდიდატი სტოილოვია. თუ დათანხმდა, ნაკრებში პერსპექტივა აქვს. თუ მე მომმართეს წინადადებით - რა თქმა უნდა, მივიღებ.
მკითხველის კომენტარები / 22 /
არ გაამტყუნოთ ეს კაცი მას უნდოდა საქართველოს ნაკრებისთვის სიკეთის მოტანა და არ აცადეს. კი გასაგებია პირადმა კონფლიქტმა შენი ქვეყანა არ უნდა დააზიანოს მაგრამ რა უყოთ პროფესიონალიზს რომელიც არ ითვალისწინებს ამ ზემოთ ჩამოთვლილს და თან ეს არაჩვეულებრივი შანსია დაამტკიცოს ის რომ მას უსამართლოდ მოექცნენ და რომ ვაისზე მაღალი დონის მწვრთნელია მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა დანიშნონ მწვრთნელის პოსტზე მოკლედ დაველოდოთ მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ
LIVE
02 მარტი 2018 15:28
2
ღალატი რა შუაშია, საქართველოს ნაკრებიდან გადადის ყაზახეთში უკეთესი შემოთავაზების გამო თუ როგორაა საქმე? მწვრთნელს, რომელმაც ყრუ დაცვითი-მოგერიებითი ფეხბურთიდან გამოგვიყვანა და შეიძლება უხარისხო მაგრამ დაბალანსებული (არც დაცვაში რომ ხარ ჩაკეტილი და არც უაზრო თავგუდმოგლეჯილ შეტევაში და კონტრშეტევებით 20 წუთში რომ აგებ თამაშს)ფეხბურთის თამაში დააწყებინა, ნახევარი ციკლი ვაცადეთ და გავაგდეთ ხელფასის დაკლების მოთხოვნით, მაშინ როცა ვაისის ხელფასს არც არავინ ასაჯაროებს და კახაზე ნაკლებიც არ აქვს დიდი ალბათობით. აი ეს კაცი, რომელსაც ეხლა ევროპული ქვეყნის ეროვნული ნაკრები ეპატიჟება, რომ გადავიდეს იქ და თუნდაც თავის არდამფასებელ სამშობლოს ნაკრებთან ფეხბურთი ათამაშოს, რატომაა ერის ღალატი. გულზე ხელი დაიდეთ ყველამ, რომ ასეთ სამსახურზე უარს იტყოდით და მერე ესროლეთ ქვები საქართველოს ნაკრების პირველ კაპიტანს, თავისი ფულით რომ ყიდულობდა იმ დროში ფორმებს ბიჭებისთვის, მსოფლიოს ჩემპიონატზე (1994წლის) თამაში რომ დათმო საქართველოს ნაკრების გამო..
valderrama
08 თებერვალი 2018 14:25
8
ეს ის ცხადაძეა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე რო რუსეთის (ვითო სნგ) ნაკრებში დარჩა და იქ რო დაიკიდეს მერე წამოვდა საქართველოს ნაკრებში. ფეხბურთელი კაცი რო შენი ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ თამაშზე ხარ მოწადინებული მოსაწონი საქციელია კი. ერთი ყაზახეთი გვჯობია ჩვენ და მეორე ეს ვაისს.
ქომაგი
08 თებერვალი 2018 13:14
6
ეგ ის ცხადაძეა თავისი ფულით რო მოქონდა,მაისურები გუნდისთვის და პირველი კაპიტანია ნაკრების
lego
08 თებერვალი 2018 22:38
1
ტრენერს არ აქვს მნიშვნელობა, უბრალოდ ყაზახეთს ვერ მოვუგებთ. ცალკეული ფეხბურთელები შეიძლება ვინმეს ჯობდნენ, მაგრამ საქართველოს დაცვა უვარგისია, ხოლო წინ ინდივიდუალურობით უნდათ ფონს გასვლა. ყაზახეთი კი შეკრული გუნდია. უკეთესი დაცვით, ბურთის ცენტრში გათამაშებით, მერე ფლანგზე გადატანით და ჩაწოდებით აღწევს შედეგს სახლში ხოლო გასვლაზე სისწრაფით. მარტივად და პრაქტიკულად. მაშინ როცა ჩვენები ბურთს უფრო "ღეჭავენ" და დროს კარგავენ. ამას ტრენერი ვერ უშველის.
haha
08 თებერვალი 2018 12:45
6
აბა ქართილი ფეხბურთი
ბურთი და მოედანი
08 თებერვალი 2018 12:39
0
წადი ბაბუ წადი, ხომ ტრაბახობ საქართველოს ნაკრებს კარგად ვიცნობო, ანუ თუ ყაზახები დამიძახებენ ამას გამოვიყენებო, აბა ჰე შვილიც წეიყვანე, მარა რომ არავინ გეძახის?
კოტე
08 თებერვალი 2018 12:12
3
ცხადაძე კი არა კარლო ანჩელოტი რომ დაუნიშნო ამათ მაინც არაფერი შეიცვლება.ჯერ ერთი იმიტომ რომ თამაში არ იციან,მეორე იმიტომ რომ უჯიგროდ თამაშობენ,მესამე იმიტომ რომ არაკვალიფიციური მწვრთნელები ზრდიან ბავშვობიდან.რომ ვითხოვთ წარმატებას ვაისისგან,ისიც ვთქვათ ვინ გვყავს,ვაკო გვილია?წელიწადია ეზოშიც რომ არ უთამაშია?ჯაბა კანკავა?აბურჯანია?კაკაბაძე?ნავალოვსკი?ყაზაიშვილი?ჯიღაური?კიდევ სხვებიც.გეკითხებით სად თამაშობენ და ისიც შეცვლებზე,ზოგი შეცვლებზეც არ შეყავთ.ამათ ვაისისგან და ცხადაძე უშველის?
მერო
08 თებერვალი 2018 12:12
3
ოჰ გადაყვებიან თან, თავისი შვილიც წაიყვანოს.
დათო
08 თებერვალი 2018 12:08
4
yvela damianma tavisi saqme siyvarulit unda aketos.rac sheexeba cxadadzes mjera misi radgan:pexburti sporti adre iyo,dges biznesia chvenda samwuxarod..P.S.rodesac when qveyanashi argezleva sashualeba aketo sheni saqme,iyos sxvagan da sxvagan miagwios warmatebas qartvelma kacma...
euhh
08 თებერვალი 2018 12:07
1
რომ ამბობთ ცხადაძე ვაისზე კვალიფიციურიაო. შედეგებს გადახედეთ და ცხადაძის ერთი ტიტული დამისახელეთ. აზერბაიჯანის ჩემპიონი ვერ გახდა. რა ლოგიკით მსჯელობთ. ან აზრზე არ უნდა იყო ფეხბურთის და ან მიკერძოებული აზრი გაგაჩნია. მაგრამ ეს ჩვენი მენტალიტეტის ბრალია.გვიყვარს გაღმერთება.. მერე დედის გინება.. თუ გაუმართლა და ადრე გააგდეს ღმერთად რჩება.. მარტივად სამართავ ერად ვყალიბდებით. ეს არის ჩვენი პრობლემა.
A
08 თებერვალი 2018 11:39
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული