მსოფლიო ჩემპიონატის თასი საქართველოშია! - არ მოგვიგია, მაგრამ...

AutoSharing Option
ის საქართველოშია! არ მოგვიგია, მაგრამ ერთი დღით თბილისის მერიის, ფეხბურთის ფედერაციისა და "კოკა-კოლას" პარტნიორობით, საქართველოში FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის თასი ჩამოვიდა.

დელეგაციაშია ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი კრისტიან კარამბეც. თბილისის აეროპორტში დახვედრის ცერემონია გაიმართა, რის შემდეგაც მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს "თბილისი მოლის" ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეძლება.

მსოფლიო თასს "კოკა კოლას" პრეზიდენტი თემურ ჭყონია, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები და ვეტერანი ფეხბურთელები დახვდნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერას.

FIFA-ს
მსოფლიო ჩემპიონატის თასის ტური "კოკა-კოლამ" 2017 წლის სექტემბერში დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126 000 კილომეტრს გაივლის.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი ფეხბურთის დონიდან გამომდინარე უკვე სირცხვილიც კია ამ თასის საქართველოში თუნდაც ერთი დღით დარჩენა. ეს თასი კი არა თამაში არ მოგვიგია უკვე "საუკუნეებია", თამაშის მოგებას ვიღა ჩივის გოლი არ გაგვიტანია წლების მანძილზე, გოლს ვიღა ჩივის ბოლოს მეტოქეს როდის შევუტიეთ ისიც კი ძნელი გასახსენებელია. ახლა მეტოქეებს აღარ იტყვი? ყველა არასაფეხბურთო ქვეყანა ჩვენთან წერს თავის საფეხბურთო ისტორიას. ყველა საფეხბურთო ქვეყანა ჩვენთან აუმჯობესებს თავის სტატისტიკას. ასე რომ ძალიან სირცხვილი და თავის მოჭრაა ამ თასის საქართველოში ყოფნა, მაგრამ მომავლის იმედს კი იძლევა. ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია ველოდოთ.
dadu
11:16 08-02-2018
1
chem shvilsaaq bolo modeli lamborjinis potoebi otaxshi.mesis da neimaris potoebi.ori tu sami bolo iaxtebis potoebi magram amchamonatvalidan arcerttan araperi gvakavshirebs samwuxarod ,iseve rogorc am tastan...magocnebas da magnair tass mepiradad boloadgilze gasvla da msoplioze monawileoba mirchevnia
euhh
12:32 08-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული