ისტორიაში პირველად! - ქუთაისის "ტორპედომ" საქართველოს სუპერთასი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს თბილისში დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე ქუთაისის "ტორპედოსა" და საჩხერის "ჩიხურას" შორის საქართველოს სუპერთასის მატჩი გაიმართა, რომელიც "ტორპედოს" გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლო ფრედ დასრულდა. ძირითადად უპირატესობას ტორპედოელები ფლობდნენ, ხოლო "ჩიხურა" კონტრშეტევებზე გადიოდა ფონს. პირველ ნახევარში რეალური საგოლე მომენტები არ შექმნილა.

მეორე ტაიმიც დიდად არ განსხვავდებოდა პირველისგან, თუმცა ორივე გუნდის შეტევები უფრო სახიფათო გახდა, მაგრამ დაგვირგვინების ფაზაში ფეხბურთელებს სიზუსტე არ ყოფნიდათ და ზოგჯერ უბრალოდ შეტევების დასრულებას ვერ ახერხებდნენ.

76-ე წუთზე "ჩიხურას" კონტრშეტევებმა შედეგი გამოიღო. შეცვლაზე შესულმა
ახალგაზრდა ირაკლი ბუღრიძემ მარცხენა ფლანგიდან რამდენიმე ფეხბურთელი ჩამოიტოვა და როინ კვასხვაძეს მარჯვენა კუთხეში შესანიშნავი გოლი გაუტანა.

85-ე წუთზე კი საჩხერლების საჯარიმოსთან ახლოს საჯარიმო დარტყა დაინიშნა. ჩაწოდების შემდეგ ჰამზიჩმა ბურთი უხეიროდ მოიგერია, რის შემდეგაც საჯარიმოში არეულობით გიორგი კუხიანიძემ ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა.

91-ე წუთზე მარცხენა ფლანგიდან ევგენი ბოხაშვილის საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ლევან კუტალიამ კარში გაგზავნა და "ტორპედო" დააწინაურა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა 5 წუთის განმავლობაში ორი გოლის გატანა მოახერხეს და მატჩის ბედი შემოატრიალეს.

ამ გამარჯვებით "ტორპედომ" ისტორიაში პირველ მოიგო საქართველოს სუპერთასი. ხოლო ტორპედოელების მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა დაბადების დღეზე მშვენიერი საჩუქარი მიიღო.

თბილისი, "დავით პეტრიაშვილი არენა", 15:00
ტორპედო-ჩიხურა 2:1
გოლი: 0:1 ირაკლი ბუღრიძე (76), 1:1 გიორგი კუხიანიძე (76), 2:1 ლევან კუტალია (91)

ტორპედო: 89. როინ კვასხვაძე (კ), 2. ვაჟა ტაბატაძე, 5. დავით ხურცილავა, 9. თორნიკე კაპანაძე, 10. გიორგი კუხიანიძე, 17. გიორგი გურული, 19. ლევან კუტალია, 22. გრიგოლ დოლიძე, 23. გიორგი ქიმაძე, 77. მერაბ გიგაური, 88. ბექა ტუღუში

მთავარი მწვრთნელი: კახაბერ ჩხეტიანი

ჩიხურა: 30. დინო ჰამზიჩი, 3. ბაქარ მირცხულავა, 7. თეიმურაზ მარკოზაშვილი, 8. დავით მაისაშვილი, 9. გიორგი გაბედავა, 10. ირაკლი ლექვთაძე, 21. ლევან კაკუბავა, 22. დავით იონანიძე, 24. ლაშა ჩიკვაიძე, 27. დენის დობროვოლსკი, 37. შოთა კაშია (კ)

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
მკითხველის კომენტარები / 4 /
თქვენი ფეხბურთი არ გაიშვას
ძლივს დადიან
5
ვულოცავ ტორპედოს . თამაშის ხარისხზე აღარ გავაკეთებ აქცენტს სხვა რამეს მინდა შევეხო . საზ მაუწყებელს რო მილიონებს ვუხდით და მეორე არხიც გაგვაჩნია პარაზიტული. თამაში რატო გადაიცემოდა სეტანტაზე რომელიც საკაბელო ტელევიზიის ქონის შემთხვევაში გვაქვს მარტო და იქაც დამატებითი თანხა ღირს. რაგბის ტრანსლაციაზე ხო ატეხეს ერთი ამბავი იმიტო რო მომგებიანი ტრანსლაცია იქნებოდა. ოლიმპიადას თუ არ აჩვენებდა ორი საათით არაუშავს. მოკლედ თქვენ საიტს რო ლინკი არ დაედო ბევრი ვერ უყურებდა . მადლობა საიტს. შეიძლება იქ საზ მაუწყებელს კონტრაქტით უფლება არ ქონდა რო გაეწყვიტა ოლიმპიადა ან მსგავსი მაგრამ ეს ნაკლებად მაინტერესებს რა შედეგიც დადგა იმაზე იზრუნეთ რო აწი აღარ გამეორდეს
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული