Sportfm.ru: შოთა არველაძე "კრასნოდარის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია

AutoSharing Option
რუსული საიტის, Sportfm.ru-ს ინფორმაციით, შოთა არველაძე "კრასნოდარის" მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატია.

გუშინ თორნიკე ოქრუაშვილის გუნდმა 49 წლის სპეციალისტი იგორ შამილოვი გაათავისუფლა და მისი შემცვლელის ძებნა დაიწყო.

არველაძესთან ერთად "კრასნოდარის" გაძღოლის კანდიდატები ტულის "არსენალის" დამრიგებელი მიოდგარ ბოჟოვიჩი და რუსეთის 17-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ გრიშინი არიან.

შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძე ამჟამად ტაშკენტის "ფახთაქორს" უდგას სათავეში, იქამდე კი "კაიზერსპორს", "კასიმფაშას", "ტრაბზონსპორს" და თელ-ავივის "მაკაბის" მოძღვრავდა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს უბრალოთ ჭორია, 2 წლის წინ იგივე ლაპარაკი მიდიოდა.
Archili
09:02 04-04-2018
0
ოქრუაშვილი კი არა, ოქრიაშვილია! ;)
renato
04:19 04-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული