თემურ ქეცბაია პოლონეთის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდის მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

AutoSharing Option
დიდი შანსია, საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვარშავის "ლეგიას" დამრიგებელი გახდეს. ამის შესახებ პოლონური და კვიპროსული პრესა აქტიურად იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, "ლეგიას" ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა ამჟამინდელი მწვრთნელის, რომაო ჯოზაკის მუშაობით და მისი შეცვლა აქვთ განზრახული.

ქეცბაიასთან ერთად პოლონური კლუბის გარშემო რამდენიმე გვარმა გაიჟღერა, მაგრამ წყაროს ცნობით, ქართველი აღნიშნულ პოსტზე მთავარი კანდიდატია.

ქართველსა და "ლეგიას" პრეზიდენტს შორის შეხვედრა უკვე გამართულა. ქეცბაია ბოლოს რუსულ "ორენბურგს" ედგა სათავეში.

▶ "ანორთოსისის" ყოფილი ფეხბურთელი: თემურ ქეცბაია განსაკუთრებული ადამიანი და მწვრთნელია


მკითხველის კომენტარები / 10 /
მიდი თემო მიდი!
kaxa
13:32 19-04-2018
0
მიდი თემურ, კაცი ხარ!
ილია
18:12 19-04-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული