"ტობოლმა" 1:0 მოიგო - კანკავამ მცველის როლი იტვირთა

AutoSharing Option
ყაზახეთის პრემიერლიგის მეცხრე ტურში ქართველი ლეგიონერების "ტობოლი" პავლოდარის "ირტიშს" ეწვია და 1:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ჯაბა კანკავამ 90 წუთი ითამაშა, ოღონდ თავისთვის განსხვავებულ პოზიციაზე. ის ამ შეხვედრაში ცენტრალური მცველი იყო.

რაც შეეხება ნიკა კვეკვესკირს, ის 84-ე წუთზე ნუგალიევის ნაცვლად ჩაერთო შეხვედრაში.

ერთადერთი გოლი "ტობოლში" ტურისბეკმა 95-ე წუთზე გაიტანა და ამ გამარჯვებით მეოთხე პოზიციაზე გადაინაცვლეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული