კახაბერ ცხადაძე: საქართველოში მუშაობაზე არ ვფიქრობ

AutoSharing Option
როგორც აზერბაიჯანული გამოცემა sportinfo.az წერს, ერთდროულად სამი ადგილობრივი კლუბია კახაბერ ცხადაძით დაინტერესებული. ესენია: "გაბალა", "კეშლა" და "ნეფთჩი".

მის სამომავლო პერსპექტივებზე კახაბერ ცხადაძემ გამოცემასთან  ისაუბრა:

- ამ ეტაპზე მაქვს გარკვეული სახის შემოთავაზებები, თუმცა არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ველოდები სეზონის დასრულებას. საქართველოში მუშაობაზე არ ვფიქრობ, მე ვფიქრობ ვიმუშაო ისეთ გუნდში, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. ამ ეტაპზე არაფერი კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია. "გაბალას" ჰყავს რომან გრიგორჩუკი, ხოლო "კეშლა" და "ნეფთჩი" ორივე იბრძვის და მიზნის მიღწევის შემთხვევაში არსებული მწვრთნელები დარჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული