კახა ცხადაძე კოლეგის გინებისათვის დისკვალიფიკაციით დასაჯეს

AutoSharing Option
ყაზახეთის პრემიერლიგის კლუბ შიმკენტის "ორდაბასის" მთავარი მწვრთნელი კახაბერ ცხადაძე, მისი ასისტენტი გიორგი ჩიხლაძე და კლუბის პრეზიდენტი ბახტიარ ბაისეტოვი დისკვალიფიკაციითა და ფულადი ჯარიმებით დაისაჯნენ. 

ყაზახური ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ქართველი სპეციალისტები და პრეზიდენტი "კაირათის" მთავარი მწვრთნელის, ბელარუსი ალეკსეი შპილევკსის გინების გამო დასაჯა. 

ქართველებს 1 მატჩის გამოტოვება და  277 800 ტენგეს (დაახლოებით, 550 ევრო) გადახდა მოუწევთ. "კაირათთან" გამართული შეხვედრა კი ქართველების მიერ გაწვრთნილმა "ორდაბასიმ" 1:3 დათმო. 

მომზადებულია kazfootball.kz-ის მიხედვით

altცხადაძეს გადაეცით!.. - ფანები "ტობოლი"-"ორდაბასის" მატჩის შემდეგ პრესდარბაზში შეცვივდნენ


მკითხველის კომენტარები / 1 /
არასერიოზული ადამიანები
გენა
14:29 04-09-2020
2

სიახლეები პოპულარული