როგორ გამოიყურება განახლებული სტადიონი საგარეჯოში [PHOTO]

AutoSharing Option
23 მაისს ქალაქ საგარეჯოში განახლებული ცენტრალური საფეხბურთო მოედანი ოფიციალურად გაიხსნა.

გახსნის ოფიციალური ღონისძიება, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა, ხელისუფლების წარმომადგენლები, ფეხბურთის გულშემატკივრები და ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური პირები ესწრებოდნენ, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონული ლიგის კალენდარული მატჩით გაგრძელდა.

განახლებულ სტადიონზე პირველად, საგარეჯოს "გარეჯმა" აჩაბეთის "ლიახვს" უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 3:3 დასრულდა.

შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიმართა და მათ განახლებული სტადიონის გახსნა მიულოცა:

"ძალიან მეამაყება დღევანდელი დღე და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ეს საჩუქარი გაუკეთა საგარეჯოელებს და არა მხოლოდ მათ,
არამედ მთელ ქვეყანას, რადგან სახელმწიფოს უმთავრესი პრიორიტეტი სწორედ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა. კახეთისათვის ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და მე ძალიან მიხარია, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, არამედ როგორც ადამიანს, გულშემატკივარს და კიდევ ერთხელ მსურს, დაგიდასტუროთ, რომ ამ საერთო სასიკეთო საქმეში ყოველთვის გექნებათ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერა", - აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

მუნიციპალიტეტისათვის სტადიონის განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერმა. მან აღნიშნა, რომ ეს წინსვლა მხოლოდ დასაწყისია და მნიშვნელოვანი ნაბიჯია პროექტის საბოლოო მიზნამდე, რომელიც სამომავლოდ სპორტული კომპლექსის დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

Sportall.Ge

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
საგარეჯოშიც თამაშობენ ფეხბურთს ?
maxo
18:52 01-09-2018
1
ძალიან მაგარი საქმეა, ყველა რეგიონში დაბაში ქალქში ასეთი მოედნები, კვალიფიციური მწვრთნლეები მონდომებული ბავშბეი და შედეგიც იქნება, ჯანსაღი ხოვრების წესთან ერთად
dave
21:39 24-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული