პირველ მატჩში, 5 ივნისს, სლოვენიაში, ფოთელების მეტოქე მასპინძელი "მარიბორი" იქნება. მატჩი თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
მომდევნო მატჩები 8 ივნისსა და 11 ივნისს, შესაბამისად, 17:30 და 21:30 საათზე გაიმართება. ქართველები რუმინეთის "ბუზაუს" და "ცენტრალურ შოტლანდიას" დაუპირისპირდებიან.
ფოთის "ჭაბონამამ" შეკრება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საწვრთნელ ბაზაზე, ლაგოდეხში გაიარა. სლოვენიაში გამგზავრებამდე, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები მოყვარულ ფეხბურთელებს შეხვდნენ და მათ სათამაშო ფორმები და სავარჯიშო ეკიპირება გადასცეს,
ჩვენი ქვეყნის გუნდმა, ისტორიაში პირველად, ადგილობრივ დონეზე ორგანიზებულ სამოყვარულო საფეხბურთო ტურნირზე გამარჯვების შემდეგ მოიპოვა ამის უფლება.
აღსანიშნავია, რომ "მოყვარულთა თასის" 2017 წლის პროექტი ქართული სპორტის ისტორიაში მასშტაბებით უპრეცედენტო იყო, ვინაიდან მასში მონაწილეობას იღებდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა რეგიონის 41 სხვადასხვა მუნიციპალიტეტის 294 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, 7688 მოყვარული ფეხბურთელის მონაწილეობით.
მიუხედავად ამ რიცხვებისა, 2018 წლის პროექტში გაიზარდა როგორც მონაწილე მუნიციპალიტეტების, ისე მონაწილე გუნდებისა და შესაბამისად, მოთამაშეთა რაოდენობა.
პროექტში 49 მუნიციპალიტეტის 350-მდე გუნდი და 10 000-მდე მოყვარული ფეხბურთელია ჩართული.
ევროპის სამოყვარულო საფეხბურთო ჩემპიონატი - უეფას რეგიონთა თასი სამ ეტაპს მოიცავს: პირველი - შესარჩევი რაუნდი სამი ოთხგუნდიანი ჯგუფისაგან შედგება, მომდევნო - შუალედური ეტაპი - რვა ჯგუფისგან, საიდანაც რვა საუკეთესო გუნდი ფინალურ ეტაპზე იასპარეზებს. თითოეული გათამაშება, საერთო ჯამში, ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით