16:03 12-09-2016
"მოყვარულთა თასი" 2016 გაიხსნა
AutoSharing Option
ტურნირი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით ტარდება და მასში საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი იღებს მონაწილეობას.
ჩემპიონატის გახსნის ცერემონია ჩხოროწყუს ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა. ტურნირის მონაწილეებსა და გულშემატკივრებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სიტყვით მიმართა. მან ქართული ფეხბურთის განვითარებისათვის სამოყვარულო თასის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე გუნდებს წარმატებები უსურვა.
გახსნის მატჩში ერთმანეთს ჩხოროწყუს საფეხბურთო გუნდები: ჩხოროწყუს "დაბა" და მუხურის "მასქური" დაუპირისპირდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, პენალტების სერიაში კი ჩხოროწყუს "დაბამ" მეტოქეს სძლია და ანგარიშით 4:1 გაიმარჯვა.
"მოყვარულთა თასში" მთელი საქართველოს მასშტაბით 5000-ზე მეტი ფეხბურთელი იღებს მონაწილეობას. ფინალური შეხვედრა 14 დეკემბერს, თბილისში გაიმართება.
მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული