ხაშურის "ივერიის" სტადიონზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება

AutoSharing Option
ხაშურში "ივერიის“ სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება. როგორც "ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, პროექტი, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება. მათივე ინფორმაციით, მისი დასრულება 2019 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

რეაბილიტაციის პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელდება. პროექტი სტადიონის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს, მათ შორის: დატბორვის პრევენციის მიზნით მოედნისა და ტრიბუნების 0.95 მეტრის შემაღლებით გაშენებას, სტადიონის შემოღობვას, სპეციალური ბილიკების მოწყობას და ა.შ.

"სტადიონის მშენებლობის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების საკითხებთან დაკავშირებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეებთან და მუნიციპალიტეტის
სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დისკუსიის დროს პრიორიტეტული საკითხები გამოიკვეთა, რაც სამომავლოდ პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება.

"ივერიის“ სტადიონის რეაბილიტაცია ათწლეულებია, არ განხორციელებულა. პროექტი ხელს შეუწყობს ხაშურის მუნიციპალიტეტში როგორც პროფესიული სპორტის განვითარებას, ისე ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას“, - ნათქვამია ხაშურის მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.

მომზადებულია Ipn.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული