თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი 13 ივნისის ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “დღეს 13 ივნისია. სამი წლის წინ დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდით ყველანი. მხოლოდ ერთად დგომამ და ერთმანეთის დახმარებამ დაგვაძლევინა სირთულეები. მთელი გულით ვუსამძიმრებ სტიქიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს და დაზარალებულებს.

ივნისის იმ მძიმე დღეებში ჩვენი, ყველას მოქალაქეობრივი ვალი იყო, მაქსიმუმი გაგვეკეთებინა დაზარალებული მოსახლეობისთვის. “დინამოს“ ფეხბურთელები, თანამშრომლები, გულშემატკივრები, ყველანი გვერდით ედგნენ მოსახლეობას, სტიქიის სავალალო შედეგებთან ბრძოლაში. წითელი ჯვრის მეშვეობით გავუწიეთ დახმარება დაზარალებულებს და რაც მთავარია, უსახლკაროდ დარჩენილ ხუთ ოჯახს შევუძინეთ საცხოვრებელი ფართი“, - ნათქვამია
„დინამოს“ განცხადებაში.

როგორც „დინამოს“ პრესსამსახურში აცხადებენ, რომან ფიფია პირველი იყო, ვინც დაზარალებულების დახმარებისთვის მზადყოფნა გამოთქვა ხუთ ოჯახს ბინა შეუძინა.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული