წილისყრის შედეგად ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე მოლდოვური "შერიფი" გახდა.
"შერიფი" - მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის გუნდია. ის ადგილობრივ პირველობაზე ჩემპიონი გახდა. კლუბის სატრანსფერო ღირებულება 10.40 მილიონ ევროს შეადგენს.
პირველი მატჩები 10/11 ივლისს გაიმართება, ხოლო საპასუხოები - 17/18 ივლისს. "ტორპედო" პირველ შეხვედრას შინ გამართავს.
კახა ჩხეტიანი: ერთი სიტყვით, "შერიფი" რთული მეტოქეა!
ვის შეხვდებიან ქართველი ლეგიონერების კლუბები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე