სოსო ფრუიძე: თავი არასდროს შეგვირცხვენია და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ...

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ Sportall.ge-სთან მეტოქეზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ წრეში ებრაულ "ბეითარს" დაუპირისპირდება.

"ძალიან ძლიერი მეტოქე შეგვხვდა. თამაშამდე დრო კიდევ გვაქვს, რომ ამ გუნდის პლუსები და მინუსები შევისწავლოთ.

არასდროს შეგვირცხვენია თავი და ჩვენსას გავაკეთებთ, მაგრამ ფაქტია, რომ "ბეითარი" ძლიერი გუნდია.

გასვლის შანსები, რა თქმა უნდა, ჩვენს მეტოქეს უფრო მეტი აქვს. ადრეც ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენს მოწინააღმდეგეს უფრო მეტი შანსი ჰქონია, მაგრამ ჩვენ გავსულვართ. ასე რომ,
ვნახოთ, რა იქნება.

გუნდის გაძლიერება? ფეხბურთელების დამატებას სჭირდება ფული, რომელიც ჩვენ არ გვაქვს და გუნდი ევროპის ლიგაზეც ამ შემადგენლობით გამოვა", - აღნიშნა ფრუიძემ.

altჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

მკითხველის კომენტარები / 11 /
ე ბიჭო კაცი, არ გვატყუებს მაინც და რაც არის რეალობა იმას იძახის, ამ კაცმა რა ქნას თუ გუნდის მესვეურები ფეხბურთელს არ ყიდულობენ და ახლა გაძლიერებაზე ფიქრს რომ აზრი არ აქვს მართალია, გაყავს ის ფეხბურთელი სათამაშოდ რომელიც იცის რისი მოქმედია და მოიყვანოს ახალი რა აზრი აქვს შეთამაშებას ვერ მოასწრებს. არც საჩხერის და არც ფრუიძის გულშემატკივარი არ ვარ მაგრამ ევროპალიგაზე მთელი გულით ვგულშემატკივრობ ყოველთვის და წარმატებებს ვუსურვებ, ღმერთი თქვენსკენ და ილოცეთ ყველაფერ კარგისთვის, მეც ვილოცებ რომ ერთი თამაში მოიგოთ მაინც.
roma
12:10 21-06-2018
1
რა გინდათ ამ კაცთან ბოლომდე ებრძვიან ყოველ წელს, კი აგებენ მაგრამ ებრძვიან თან შარშან ავსტრიის გუნდთან ცოტა დააკლდა, არც გვატყუებენ მგონი დასაფასებელია დინამო ტორპედო და სამტრედიისგან განსხვავებით
Zorbegi
12:34 21-06-2018
1

სიახლეები პოპულარული